Friday, September 16, 2011

”ბრაბუსის” ელექტრული მონსტრი

ელექტრომობილების წარმოების ბიზნესში ტიუნინგის სპეციალისტებიც ერთვებიან - ფრანკფურტის შოუს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატი კომპანია ”ბრაბუსის” მიერ ”მერსედეს ბენცის” E-კლასის სედანის ბაზაზე შექმნილი ელექტრონული მონსტრია, რომელსაც ოთხივე წამყვანი ბორბალი აქვს.
ავტომობილს ძალიან გრძელი სახელი აქვს - ”ჰაი პერფორმენს 4WD ფულ ელექტრიკ”. აქ განსაზღვრება ”ჰაი პერფორმენს” ტყუილად არ დაუმატებიათ - ოთხი ელექტროძრავი, რომლებსაც ბინა ბორბლებთან მიუჩინეს, ჯამში 429 ცხენის ძალას და 3 200 (!) ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. 4WD რომ სრულამძრავიანს ნიშნავს, ეს ძნელი მისახვედრი არაა. არც ის, რომ ”ფულ ელექტრიკ”, სრულიად ელექტრულია - ძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების უზარმაზარი ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 56 კილოვატსაათია.
ბრაბუსის ელექტრული სუპერ ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 6.9 წამში ახერხებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 219 კმ/სთ-ია, ეკონომიური სვლით კი - მხოლოდ 189 კმ/სთ. სვლის სიშორე 350 კილომეტრს აღწევს, თუ ავტომობილი უმეტესად 100 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.
სამწუხაროდ, ”ბრაბუსი” აცხადებს, რომ ამ ელექტრომობილის წარმოება არ იგეგმება და ბუნებრივია, არც მისი ფასი გამოუცხადებია...

No comments:

Post a Comment