Monday, November 28, 2011

„ინფინიტი“ „მერსედეს A–კლასის“ პლატფორმას გამოიყენებს

Infiniti to use Mercedes A-Class platform for compact front-driver
28 ნოემბერი
ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე კონცეპტუალური „ეთერეას“ (ფოტოზე) ჩვენებით, „ინფინიტიმ“ მიგვანიშნა, რომ ბაზარზე გამოსაშვებად ახალ კომპაქტურ ჰეჩბეკს ამზადებს, რომელმაც კონკურენცია „აუდ A3–ს“ და „ბეემვე 1–ლ სერიას“ უნდა გაუწიოს. იაპონურ კომპანიას ჟენევაში არ გამოუცხადებია, რომ ახალი ავტომობილისთვის „მერსედესის“ ახალ წინაამძრავიან პლატფორმას გამოიყენებს, რომელიც სამქიმიანებმა „რენო–ნისანის“ ალიანსთან ერთად შეიმუშავეს და რომელსაც A და B კლასის ჰეჩბეკებისთვის იყენებენ.

ტოკიოს მოტორ შოუს წინ, „ნისანის“ ვიცე პრეზიდენტმა ენდი პალმერმა გამოცემა „ქარ ენდ დრაივერს“ განუმარტა, თუ რატომ აირჩია „ინფინიტიმ“ შტუტგარტული კომპანიის პლატფორმა და არა „რენოს“, ან „ნისანისა“. მისი თქმით, სამქიმიანების პლატფორმა ლუქსის კლასისაა და რაც მთავარია, განივ დატვირთვებზე მას უკეთესი სიმტკიცე აქვს, ვიდრე არალუქსის კლასის პლატფორმებს, როგორებსაც „ნისანი“ და „რენო“ იყენებენ.
პალმერი ამბობს, რომ „ინფინიტი“ ამ პლატფორმის მოდერნიზებულ, მისეულ ვერსიას გამოიყენებს. ამასთან, მის ახალ ჰეჩბეკს ატიპური სტილი ექნება. რაში გამოიხატება ეს ატიპურობა, ეს ჯერ დაზუსტებული არაა. ზოგი ვარაუდობს, რომ ავტომობილს ეგრეთ წოდებული ორმოცულობიანი ძარა ექნება, ზოგი ვერსიით, ის დაბალკლირენსიანი ქროსოვერი უნდა იყოს. არიან ისეთებიც, ვინც ფასტბეკის ტიპის ძარას ვარაუდობს.
საბაზო აღჭურვილობაში შევა ბენზინის და დიზელის ძრავები. ამასთან, ახალი პატარა ავტომობილისთვის ჰიბრიდულ და ელექტრულ ძალურ დანადგარებსაც შეიმუშავებენ. უფრო მეტ ინფორმაციას „ინფინიტი“ ტოკიოს მოტორ შოუზე გაგვაცნობს.

No comments:

Post a Comment