Tuesday, December 6, 2011

„ნისან ლიფი“ იაპონიის წლის ავტომობილი გახდა

Nissan Leaf Scores a Hat-Trick by Winning Japanese Car of the Year Award
6 დეკემბერი
„ნისან ლიფი“ მალე ალბათ ბესტსელერი გახდება. მაგრამ სანამ ასე მოხდებოდეს, ეს კომპაქტური ელექტრომობილი ჯილდოს ჯილდოზე იღებს. ახლახანს, ტოკიოს მოტორ შოუზე, მსოფლიოს პირველი სერიული ელექტრომობილი იაპონიის წლის საუკეთესო ავტომობილად დაასახელეს. ესდ მესამე დიდი აღიარებაა ავტომობილისა, რომელმაც მანამდე ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესოს სახელიც მოიხვეჭა.

„ეს ჯილდო ისეთივე გამარჯვებაა ჩვენი კლიენტებისთვის, როგორც ჩვენი კომპანიისთვის. ჩვენ შევასრულეთ დაპირება და მათ ხელმისაწვდომი, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალება შევქმენით და ის გლობალურ ბაზარზე გამოვიტანეთ. ყველა ეს აღიარება ნიშანია იმისა, რომ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილი, შიდაწვისძრავიანის სრულფასოვანი ალტერნატივა შეიძლება იყოს“, – დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა „ნისანის“ პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა კარლოს გონმა.
ავტოინდუსტრიის ისტორიაში, „ნისან ლიფი“ მეორე ავტომობილია, რომელმაც ერთ წელიწადში, წლის საუკეთესო ავტომობილის ორი ჯილდოს მოპოვება შეძლო. იაპონიაში აღიარებამდე, ეს წოდება ამ ელექტრომობილმა მსოფლიო კონკურსზე მოიპოვა. რაც შეეხება ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდებას, ის „ლიფმა“ შარშან მიიღო. სხვათა შორის, სხვა მსგავსი მიღწევაც „ნისანის“ ავტომობილს – მინი ჰეჩბეკ „მიკრას“ (1993 წელს) აქვს მიღებული.

No comments:

Post a Comment