Tuesday, December 6, 2011

ბარიკელო 11–ჯერ ნაკლებ ხელფასზეც თანახმაა

Rubens Barrichello
6 დეკემბერი
ფორმულა ერთის ბრაზილიელი ვეტერანი რუბენს ბარიკელო მზადაა, მომავალ სეზონში პრაქტიკულად უხელფასოდ იასპარეზოს. მან „უილიამსს“ წერილი გაუგზავნა, რომლითაც გუნდს საკუტარი ხელფასის 11–ჯერ შემცირებას სთავაზობს. თუ ამაზე თანხმობას მიიღებს, მთელი სეზონის განმავლობაში ის მხოლოდ 200 000 ევროს გამოიმუშავებს. თავიდან ის თანხმა იყო, ხელფასის სახით 1.8 მილიონი ევრო მიეღო, მაგრამ „უილიამსმა“ მისი მოთხოვნა უარყო.

გარდა იმისა, რომ ხელფასის მკვეთრ შემცირებას თანხმდება, ბარიკელო „უილიამსს“ სასპონსორო პაკეტსაც სთავაზობს, რომლის მოცულობაც 10 მილიონ ევროს აღწევს. რუბინიუ იმედოვნებს, რომ ფ1–ში დარჩენას მომავალ სეზონშიც შეძლებს. ასე განსაჯეთ, მისმა შვილმა ფერნანდომ ჩაფხუტიც კი მოუხატა, რომლითაც ის მომავალ სეზონში აპირებს ასპარეზობას.
„უილიამსს“ ერთი ვაკანსია აქვს. გუნდმა კონტრაქტი უკვე გააგრძელა ვენესუელელ პასტორ მალდონადოსთან, ვისაც ფინანსურად მხარს ვენესუელას სდახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA უჭერს. ის სწორედ ამ კომპანიის მილიონების გამო დატოვეს „უილიამსში“. მეორე ადგილზე კი, ბარიკელოს კონკურენტი გერმანელი ადრიან სუტილია, რომელსაც „ფორს ინდიამ“ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა. ფინანსური მხარდამჭერები სუტილსაც ჰყავს, მაგრამ მისი პაკეტი ბრაზილიელისაზე ნაკლებია. გარდა ამისა, სუტილს სურს, რომ „უილიამსთან“ მხოლოდ ერთ სეზონზე გააფორმოს კონტრაქტი, როცა გრუველები ორ სეზონზე არიან თანახმა.
სხვათა შორის, არც მალდონადოს პოზიციაა მყარი, რადგან ვენესუელას მოსახლეობა უკმაყოფილოა იმით, რომ სახელმწიფოს ფულს მათ გარეშე განკარგავენ. კომპანია კი „უილიამსს“ სოლიდურ თანხას – 28 მილიონ დოლარს უხდის. ასე რომ, მალდონადოს მხარდაჭერა მანამ აქვს უზრუნველყოფილი, სანამ ქვეყნის სათავეში უგო ჩავესი იმყოფება, ამას კი ჯანმრთელობაშტან დაკავშირებით, სერიოზული პრობლემები აქვს...

No comments:

Post a Comment