Tuesday, December 6, 2011

რაიკონენი „ლოტუს რენოს“ თანამფლობელი ხდება

Raikkonen owns slice of Lotus F1 team
6 დეკემბერი
როგორც ესპანური გამოცემა „ელ მუნდო დეპორტივო“ და იტალიური „იტალიარასინგი“ იუწყებიან, კიმი რაიკონენი „ლოტუს რენოს“ აქციონერი ხდება. ის თანახმაა, თავისი ხელფასი და ბონუსები, საჯინიბოს აქციების სანაცვლოდ დათმოს. ამგვარად, თანამედროვე ფორმულა ერთში, ის ერთადერთი მრბოლი–გუნდის მფლობელი გახდება.

როგორც „ელ მუნდო“ იუწყება, რაიკონენს „უილიამსისთვისაც“ შეუთავაზებია მსგავსი რამ, მაგრამ მისი იდეა განუხორციელებელი დარჩა, რადგან ბრიტანული გუნდის აქციები საფონდო ბირჟაზე, თავისუფალ გაყიდვაში მოძრაობსდა გუნდს საჭირო რაოდენობის აქციების თავმოყრა გაუჭირდებოდა.
ცნობილია, რომ თავის მენეჯერებთან – დევიდ და სტივ რობერტსონებთან ერთად, რაიკონენს ფორმულა 3–ის საკუთარი გუნდი, „დაბლ R“ ჰყავს. გარდა ამისა, რალის მსოფლიო ჩემპიონატის გასულ სეზონშიც თავისი გუნდის – „აის 1 რეისინგის“ მანქანით ასპარეზობდა. თუმცა, ამ საჯინიბოს გაყიდვა მოუხდა, რადგან ავსტრალიის ეტაპზე გამოუსვლელობის გამო, დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

No comments:

Post a Comment