Toyota may trim 2012 production target, report says
18 დეკემბერი
„ტოიოტა“ მომავალი წლის გაყიდვების პროგნოზის შემცირებას გეგმავს. ამის მიზეზი კი მსოფლიო ბაზარზე ავტომობილებზე მოთხოვნის შემცირების პროგნოზია. იაპონურ კომპანიას თავისი მომმარაგებლებისთვის უკვე დაგზავნილი აქვს პირველადი პროგნოზი, რომელიც მისთვის რეკორდული, 8.9 მილიონი ავტომობილის წარმოებას ითვალისწინებს. თუმცა, მალე ამ მაჩვენებლის 8.65 მილიონამდე შემცირებაა მოსალოდნელი. ამ ინფორმაციას იაპონური სააგენტო ნიკეი ავრცელებს.
თუმცა, ამის მიუხედავად, „ტოიოტასთვის“ ახალი პროგნოზიც სარეკორდოა. იაპონურმა კომპანიამ თავის ისტორიაში ყველაზე მეტი, 8.53 მილიონი ავტომობილი 2007 წელს გაჰყიდა, თუმცა შემდეგ ამ მაჩვენებელს ვეღარ შესწვდა, რისი მიზეზიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისი და მილიონობით ავტომობილის უკან გახმობა იყო.
წელს კი იაპონიაშ მომხდარი მიწისძვრა/ცუნამისა და ტაილანდური წყალდიდობის გამო, „ტოიოტას“ გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანიამ თავის ქარხნებში ნორმალურ რეჟიმში წარმოება ახლახანს განაახლა, რის გამოც, უზარმაზარი ზარალი განიცადა. ეს კი მსოფლიო ლიდერობის დაკარგვად დაუჯდება.
ზაფხულში იაპნურმა კომპანიამ თავის მიმწოდებლებს აუწყა, რომ მერმისს მთელს მსოფლიოში 8.9 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავდა, მაგრამ როგორც ნიკეი იტყობინება, ახლა პროგნოზის კორექტირება ხდება, რის შემდეგაც, ის მცირედით შემცირდება. და მაინც, პროგნოზი წლევანდელ გაყიდვებზე დაახლოებით 20 პროცენტით მეტი იქნება.
წელს იაპონური კომპანია 7.7 მილიონი ავტომობილის გაყიდვას ვარაუდობდა, მაგრამ სავარაუდოდ, დაახლოებით 7 მილიონს გაჰყიდის. ეს კი ნიშნავს, რომ არამხოლოდ მსოფლიო ლიდერობას დაკარგავს, არამედ ტოპ სამეულის მესამე საფეხურამდე ჩამოქვეითდება.
სამაგიეროდ, მომავალ წელს წარმოება მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამას კი ჩინეთსა და ბრაზილიაში ახალი ქარხნების ამოქმედება შეუწყობს ხელს, რითაც ამ რეგიონებში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას შეძლებს. გარდა ამისა, განვითარებად ბაზრებზე გამოვა „ტოიოტას“ ახალი იაფფასიანი ავტომობილები, რომლებიც იმ მყიდველზეა ორიენტირებული, ვინც ახალ ავტომობილს პირველად ყიდულობს. იაპონური კომპანია ვარაუდობს, რომ ამგვარად, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე თავის წილს 8–დან 10 პროცენტამდე გაზრდის. დაკიდევ, იაპონიაში წარმოება ისევ 3 მილიონის ფარგლებში შენარჩუნდება...
No comments:
Post a Comment