And the North American Car and Truck of the Year Finalists are…
19 დეკემბერი
ჰიუნდაი ელანტრა |
ამერიკული და კანადური საავტომობილო ჟურნალების, გაზეთების, ვებ–გვერდების, რადიოსა და ტელევიზიების ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამერიკის წლის ავტომობილის წოდების ნომინანტთა სია გამოაქვეყნა. ტრადიციულ კონკურსში სულ ორი ნომინაციაა – ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო მსუბუქი ავტომობილი და ჩრდილოეთ ამერიკის წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილი და პიკაპი.
ჟიურიმ, რომელშიც სულ 50 ჟურნალისტია შესული, უკვე გამოაქვეყნა საუკეთესო სამეულები, რომელთაგან წლის ავტომობილებს მოგვიანებით გამოარჩევს და გამარჯვებულებს იანვარში, დეტროიტის ავტო შოუზე დაასახელებს. სულ კი მსუბუქი ავტომობილების კლასში, ნომინანტთა შორის 17, უგზოობის ავტომობილებისა და პიკაპების კლასში კი 7 ავტომობილი იყო შეყვანილი.
შარშან კონკურსი „ჯენერალ მოტორსის“ პლაგ–ინ ჰიბრიდულმა ელექტრომობილმა „შევროლე ვოლტმა“ და „ფორდ ექსპლორერმა“ მოიგეს. პირველმა „ნისანის“ ელექტრომობილ „ლიფს“ და „ჰიუნდაის“ სედან „სონატას“ აჯობა, მეორემ კი „დოჯ დურანგო“ და „ჯიპ გრანდ ჩეროკი“ დაამარცხა.
მიმდინარე კონკურსი არის მე–19. წინა წლებში, ამერიკულ კომპანიებს მსუბუქ ავტომობილებში 10 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ოთხჯერ საუკეთესოდ ევროპული ავტომობილები, სამჯერ იაპონური და ერთხელაც კორეული დასახელდა. უგზოობის ავტომობილებსა და პიკაპებს შორის, ადგილობრივებს 12 ჯილდო აქვთ მოპოვებული, იაპონელებს ოთხჯერ და ევროპელებს – ორჯერ.
ჩრდილოეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო ავტომობილის ნომინანტები
ფორდ ფოკუსი
ჰიუნდაი ელანტრა
ფოლკსვაგენ პასატი
ჩრდილოეთ ამერიკის 2012 წლის საუკეთესო უგზოობის ავტომობილი
ბეემვე BMW X3
ჰონდა CR-V
ლენდ როვერ რეინჯ როვერ ევოუკი
No comments:
Post a Comment