Tuesday, December 20, 2011

გერმანიაში ფეტელს ნოვიცკი ამჯობინეს

Vettel beaten to Germany's top sportsman plaudit
20 დეკემბერი
მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონი სებასტიან ფეტელმა შესანიშნავად ჩაატარა და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, გერმანიაში წლის საუკეთესო სპორტსმენად ის მაინც არ დაასახელეს. ჟურნალისტებმა უპირატესობა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „დალას მავერიკსში“ მოთამაშე დირკ ნოვიცკის მიანიჭეს.

გასულ სეზონში, ნოვიცკი ნბა–ს ჩემპიონი გახდა და ბუნებრივია, ჟურნალისტებმა მისი ეს მიღწევა გამოარჩიეს. თან, „დალასის“ ლიდერმა მთელი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. გერმანული სპორტის ისტორიაში, ის პირველი კალათბურთელია, რომელმაც წლის საუკეთესო სპორტსმენის საპატიო წოდება მიიღო.
კონკურსი გერმანიის ეროვნული ტელევიზიის მიერაა ორგანიზებული და ის 64–ედ ჩატარდა. გამოკითხვაში, 1500–მა სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, ნოვიცკიმ ფეტელს მცირედით აჯობა.
გასულ სეზონში 24 წლის ფეტელმა 41 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ჯენსონ ბატონს და გახდა ფ1–ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ჩემპიონი. მან 11 რბოლა მოიგო, 15–ჯერ კი სტარტი მოწინავე პოზიციიდან დაიწყო, რაც ასევე ფ1–ის რეკორდია.

No comments:

Post a Comment