Renault to fire up first V6 engine in 2012
20 დეკემბერი
„რენო“ აცხადებს, რომ ახალი V6 ძრავი უკვე შემუშავების პროცესშია და მისი სასტენდო გამოცდები რამდენიმე თვეში დაიწყება. მომავალ ორ სეზონში გუნდები უკანასკნელად იასპარეზებენ 2.4–ლიტრიანი V8 ძრავებით, რის შემდეგაც, ძალაში ახალი რეგლამენტი შევა, რომელიც მათ V6 ძრავების გამოყენებას დაავალდებულებს.
მართალია, ახალი რეგლამენტის ძალაში შესვლამდე ჯერ დიდი დროა, მაგრამ „რენოს“ ფ1–ის მენეჯერი ჟან–ფრანსუა კობე ამბობს, რომ ახალ ძრავზე ადრეულად მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა კომპანიამ თავისი კლიენტებისთვის კონკურენტუნარიანი ძრავის მიწოდება შეძლოს.
დღეისათვის, ფრანგული კომპანია ძრავებით „რედ ბულ რეისინგს“, „ლოტუსს“, „კატერჰემს“ ამარაგებს, მომავალი სეზონიდან კი აგრეგატებს „უილიამსსაც“ მიაწვდის. ამასთან, კომპანია მზადაა, კიდევ ერთ კლიენტთან დაიწყოს მუშაობა.
„ახალი ძრავის შემუშავება და ექსპლუატაცია უფრო კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, ვიდრე ახლანდელი ძრავები. ეს პროცესი ყველასათვის უზარმაზარი გამოწვევაა, რადგან არავინ იცის, მისი პროდუქტი რამდენად კონკურენტული იქნება სხვა კომპანიების ძრავებთან შედარებით“, – ამბობს კობე (ფოტოზე) და დასძენს, რომ ახალი ძრავი რამდენიმე თვეში მზად იქნება, რის შემდეგაც, მისი სრულყოფის და განვითარების დრო დადგება.
No comments:
Post a Comment