Toyota NS4 Plug-in Hybrid Concept Heads to Detroit Motor Show
20 დეკემბერი
დეტროიტის ჩრდილოამერიკული საერთაშორისო ავტო შოუსთვის, „ტოიოტას“ კონცეპტუალური პლაგ–ინ ჰიბრიდული მოდელი NS4 აქვს მომზადებული. გამოფენის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე კი მისი ფოტო ტიზერები გამოაქვეყნა. ფრანგულ გამოცემა „კარადზიაკის“ ინფორმაციით, ეს ავტომობილი იაპონური კომპანიის ახალი კორპორატიული სტილის პიონერი შეიძლება გახდეს. ტიზერის მიხედვით, გამოცემა ასკვნის, რომ ავტომობილს სპორტული იერი უნდა ჰქონდეს, რაც „ტოიოტას“ კონსერვატიული გარეგნობის ავტომობილებთან კონტრასტს შექმნის.
მაგრამ NS4 კუპეა, ჰეჩბეკი, თუ სედანი, ამ კითხვაზე გამოცემას პასუხის გაცემა არ შეუძლია. სამაგიეროდ ვარაუდობს, რომ ავტომობილი ის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც იაპონური კომპანია უახლეს პლაგ–ინ „პრიუსზე“ იყენებს.
მოსალოდნელია, რომ დეტროიტის შოუს დაწყებამდე, „ტოიოტა“ თავისი კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment