Tuesday, December 20, 2011

„ალფა რომეო 4C“ წარმოებისთვის ემზადება

the Alfa Romeo 4C draws nearer
20 დეკემბერი
„ალფა რომეოს“ მიერ ჟენევაში წარმოდგენილმა კონცეპტუალურმა კუპე 4C–მ საყოველთაო მოწონება დაიმსახურა და რა თქმა უნდა, მილანურმა კომპანიამ მისი წარმოება გადაწყვიტა. ამ ავტომობილზე როცა მუშაობდნენ, „ალფას“ დიზაინერებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ის ასეთ აჟიოტაჟს გამოიწვევდა. თავიდან მისი ჟენევაში გატანა არც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ როცა კომპანიის ხელმძღვანელობამ ის ნახა, სასწრაფოდ გადაწყვიტა, რომ ჟენევაში გამოეფინათ. და არც მისი წარმოებისთვის მწვაე შუქის ანთებაზე უფიქრიათ ბევრი.

კონცეპტუალური ავტომობილის შემშავებაში მონაწილეობა იტალიურ კომპანია „დალარას“ სპეციალისტებმა მიიღეს. ეს კომპანია სარბოლი ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი. მას ფორმულა ერთშიც აქვს გამოცდილება. მისი ინინრები KTM–ის სუპერ ავტომობილ X–ბოუს, „ბუგატი ვეირონის“ და „ალფა 8C–ს“ შექმნაში მონაწილეობდნენ. „დალარამ“4C–ს კარბონის მზიდი ელემენტი და ძარა დაამზადა, თუმცა საწარმოო ვერსია კარბონისა ვერ იქნება – ეს მეტისმეტად ძვირი სიამოვნებაა. ამიტომ, „ალფა“ თავად ზრუნავს 4C–ს მზიდი სტრუქტურის შემუშავებაზე. შასის ძირითად ნაწილს ისევ კარბონისგან ამზადებენ, თუმცა მისი წინა და უკანა ნაწილი ალუმინის ჩარჩოები იქნება. ასეთი შასი ოდნავ მძიმე და გაცილებით იაფი დაჯდება.
ძარას კომპოზიციური მასალისგან შექმნიან, რომელშიც ასევე გამოიყენებენ კარბონს, თუმცა ამსიათვის შედარებით იაფ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ. მართალია, ამის გამო, ავტომობილი ცოტა დამძიმდება, თუმცა „ფიატ–ის“ ევროპული საინჟინრო შტოს შეფი მაურო პიერალინი ირწმუნება, რომ ამით მანქანის მანევრულობა და სისხარტე არ იზარალებს.
მისივე თქმით, სერიული კუპე დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც კონცეპტუალური ვერსიაა. ინტერიერიც მცირედით შეიცვლება. საერთოდ, კონცეპტუალური ავტომობილების სალონს ისე გააწყობენ ხოლმე, რომ მნახველზე მაქსიმალური ეფექტი იქონიოს, მაგრამ ეს ეფექტები საწარმოო ვერსიაზე არ გადადის. მაგრამ ამჯერად სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თავიდანვე, „ალფას“ დიზაინერებმა 4C–ს სალონი მარტივად და კოხტად გამოაწყვეს, ისე, რომ ახლა შესაცვლელი ბევრი არაფერია.
პიერალინი ამბობს, რომ „დალარას“ სპეციალისტები 4C–ს სერიულ ვერსიაზეც მუშაობენ. ამჯერად მათი გამოცდილება ავტომობილის ოპტიმალური აეროდინამიკისთვის შემუშავებისთვისაა საჭირო. ეს კი მანქანის გაზრდილი წონის უარყოფით ეფექტს დააბალანსებს. თუმცა, წონაში მატება არ იქნება დიდი – კომპანიას მიზნად აქვს დასახული, რომ 4C 900 კილოგრამზე მეტს არ იწონიდეს. ამას კი ინჟინრები კომპაქტური გაბარიტების წყალობით მიაღწევენ – ავტომობილის სიგრძე მხოლოდ 4 მეტრია.
მეორე ფაქტორი, რომელიც შასის გაზრდილ წონას დააბალანსებს, ძრავია. კონცეპტუალურ მოდელზე „ჯულიეტას“ ძრავი გამოიყენეს. სერიულ ვერსიაზე კი არჩევანი ალუმინის ბლოკის მქონე აგრეგატზე შეჩერდა. ეს კი საკმაო კილოგრამებს დაზოგავს. ძრავის სიმძლავრე 230 ცხენის ძალა იქნება, რაც 900–კილოგრამიანი ავტომობილისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია. 4C–ს სიმძლავრისა და წონის თითქმის ისეთივე ფარდობა ექნება, როგორიც „პორშე 911 კარერას“ აქვს. აქ კომენტარიც ზედმეტია. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილიდან ასის აკრეფას ავტომობილი 4.5 წამში შეძლებს.
„ალფა რომეო“ 4C–ს იმდენაად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ მას ამერიკის ბაზარზე დაბრუნებისას, თავის საიმიჯო ავტომობილად გამოიყენებს. სულ 18 000 4C–ს დამზადება იგეგმება, თითოეულის ფასი და 45 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment