Tuesday, December 20, 2011

„მინიმ“ WRC–ს გუნდურ ჩემპიონატში განაცხადი არ შეიტანა

Mini misses deadline to sign up for 2012 World Rally Championship
20 დეკემბერი
„მინიმ“ რალის მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში განაცხადის შეტანა დააგვიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში, მისი მრბოლები მხოლოდ პირად ჩათვლაში შეძლებენ ასპარეზობას, გუნდს კი ქულები არ დაეწერება.

თუმცა, ბანბერიში (ბრიტანეთი – კომპანია პროდრაივის ბაზა) ბაზირებული გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებს „ბეემვესთან“ (მინი ბავარიული კომპანიის საკუთრებაა) და საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციასთან (FIA), რისი მიზანიც, განაცხადის დაგვიანებით შეტანაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავარიულ კომპანიას რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა სურს, თუმცა განაცხადის დაგვიანების მიზეზები არ სახელდება. ამაზე კომენტარს არც პროდრაივი და მისი შეფი დევიდ რიჩარდსი აკეთებს. მაგრამ როგორც ჩანს, არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტის გარეშეც, „მინის“ და „პროდრაივის“ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება.
„გასულ სეზონში, რომელიც ჩვენმა გუნდმა განვითარებისთვის გამოიყენა, ორჯერ ჩვენმა მრბოლებმა კვარცხლბეკზე ასვლა შეძლეს. ეს კი ბევრის მეტყველია. თუმცა, ყველაფრით კმაყოფილებიც არ ვართ. არსებობს საკითხები, რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებს. ამის გამო, ჩვენ დედლაინში ვერ ჩავეტიეთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩემპიონატისთვის არ ვემზადებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ეკიპაჟები მონტე კარლოს რალის სტარტზე გამოვლენ“, – „ავტოსპორტთან“ საუბარში ამბობს „მინის“ გუნდის ინკოგნიტო წყარო.
„ავტოსპორტის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პრობლემა გუნდის დაფინანსებაშია. ბავარიელებს სურდათ, რომ გუნდისთვის სპონსორების მოზიდვაზე „პროდრაივს“ ეზრუნა, რიჩარდსს კი სურს, რომ ფინანსური მხარდამჭერი „ბეემვე“ იყოს...
ამგვარად, მსოფლიო ჩემპიონატის კონსტრუქტორთა პირველობაზე, ისევ მხოლოდ ორი – „სიტროენის“ და „ფორდის“ გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

No comments:

Post a Comment