Thursday, January 5, 2012

„ოპელს“ 150 წელი შეუსრულდა (ვიდეო)

Opel reaches milestone 150th anniversary
5 იანვარი
„ოპელს“ 150 წელი შეუსრულდა. ნებისმიერი კომპანიისთვის, მითუმეტეს სავტომობილოსთვის, ეს ცოტა არაა. ხუმრობა ხომ არაა – ავტომობილი 125 წლის წინ გამოიგონეს, „ოპელმა“ კი გაცილებით ადრე დაიწყო მუშაობა... როგორც საკერავი მანქანების მწარმოებელმა.
თავისი არსებობის განმავლობაში, მანქანების და საკერავი მანქანების გარდა, „ოპელი“ ასევე ველოსიპედებს, მოტოციკლებს, დარაკეტო ძრავებს და მაცივრებსაც კი აწარმოებდა. 1999 წელს კი მის მიერ გამოშვებული ავტომობილების რაოდენობამ 50 მილიონს მიაღწია. სხვათა შორის, ავტომობილების წარმოება „ოპელმა“ 1899 წელს დაიწყო. ასე რომ, 50–მილიონიან ზღვარს ასწლოვან იუბილეზე მიაღწია.
ადამ ოპელმა თავისი კომპანია ქალაქ რუსელსჰაიმში, 1862 წელს დააარსა, 1899 წელს ავტომობილების წარმოება დაიწყო. 1929 წელს სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდა და მაშინვე მისი აქციების საკონტროლო პაკეტს „ჯენერალ მოტორსი“ დაეუფლა, 1931 წელს კი მისი ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
დღეისათვის, „ოპელსა“ და მის ბრიტანულ ნათესავ „ვოქსოლში“ 40 500 ადამიანია დასაქმებული. მათ ქარხნები ექვს ქვეყანაში აქვთ, რომლებიც ჯამში წლიურად მილიონზე მეტ ავტომობილს აწარმოებენ. „ოპელის“ და „ვოქსოლის“ ავტომობილებნი კი 40–ზე მეტ ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) იყიდება.



No comments:

Post a Comment