Hyundai Debuts Hexa Space HND-7 Concept at New Delhi Auto Show
5 იანვარი
„ჰიუნდაი“ მიღწეულს არ სჯერდება და მისთვის ჯერაც უცხო სეგმენტებში შეღწევას ცდილობს. ამის ახალი დასტურია ნიუ დელის საავტომობილო შოუზე (ავტო ექსპო) წარმოდგენილი კონცეპტუალური პატარა მინივენი „ჰექსა სპეისია“. ინდურ შოუზე მსოფლიო პრემიერის მოწყობა კი იმის ნიშანია, რომ კორეული კომპანია მსოფლიოს მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან ქვეყანაში დამკვიდრებასაც ცდილობს.
„ჰიუნდაის“ განცხადბით, ეს ავტომობილიც კომპანიის კორპორატიულ სტილში (ფლუიდიკ სკულპჩა – თხიერი სკულპტურა) არის შესრულებული, თუმცა აშკარაა, რომ ამ სტილმა ცვლილებებიც განიცადა. ჯერ ძნელია იმის თქმა, „ჰექსა სპეისის“ გარეგნობა მხოლოდ ინდური ბაზრისთვის შეიმუშავეს, თუ მის ელემენტებს მალე სხვა, გლობალურ მოდელებზეც ვიხილავთ.
„ჰექსა სპეისი“ კომპაქტური მინივენია. ის კომპაქტურივე ix20–ის პლატფორმაზეა ბაზირებული. მისი ზომებია: სიგრძე 4300 მილიმეტრი, სიგანე 1820 მილიმეტრი, სიმაღლე 1647 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა – 2570 მილიმეტრი. ავტომობილი ბენზინის 1.2–ლიტრიან ტურბო GDI ძრავითაა (სერია კაპა) აღჭურვილი, ძრავთან კი 6–საფეხურიანი ავტომატური კოლოფია დაკავშირებული.
კორეული კომპანიის განცხადებით, „ჰექსა სპეისი“ ქალაქში მცხოვრები ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი და ეს არის მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილი. კონცეპტუალური მოდელის სალონში რვა სავარძელია მოთავსებული (ფორმულა 3+3+2). სავარძლები სამ რიგში განალაგეს, წინა ორ რიგში კი შუა სავარძლები ოდნავ უკანაა დაწეული. „ჰექსა სპეისის“ ორი უკანა კარი ავტომობილის გასწვრივ, წინები კი ჩვეულებრივ იღება. ავტომობილს არ აქვს შუა საყრდერნი, რაც სალონში შესვლას და იქიდან გადმოსვლას აადვილებს.
რაც შეეხება სახელს, „ჰიუნდაი“ ამბობს, რომ ექვსკუთხედი სივრცის ეფექტურად ათვისების საშუალებას იძლევა. სწორედ ნახევარი ექვსკუთხედის განლაგება აქვს წინა ორი რიგის სავარძლებს. ოღონდ, ასეთი განლაგების შემთხვევაში, წინა რიგის შუა სავარძელზე ჯდომა მოუხერხებელია – მასზე ჯდმოსას, თუ ფეხებს ბოლომდე გაშლით, სატერფულსაც მიწვდებით. სამაგიეროდ, წინა რიგის შუა და მეორე რიგის სამივე სავარძელი იკეცება და ამგვარად, ბარგისთვის ადგილი თავისუფლდება. ბარგი თუ არ გაქვთ, სალონის დასასვენებლად, ან გასართობად გამოყენებაც შეგიძლიათ.
მოკლედ, „ჰიუნდაიმ“ გვაჩვენა, რომ ექვსკუთხა ფორმები, სკის ფიჭებისა და არქიტექტურის გარდა, შეიძლება ავტომობილებშიც ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ კონცეპციის სახელიც სწორედ აქედან მოდის...
No comments:
Post a Comment