Williams looking for new title sponsor after splitting with AT&T
4 იანვარი
პატრიკ ჰედი და ფრენკ უილიამსი |
„უილიამსმა“ ტიტულოვანი სპონსორი – სატელეკომუნიკაციო გიგანტი AT&T დაკარგა და ახლა მის შემცვლელს ეძებს. AT&T ამერიკის უდიდესი და მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა და ის ინგლისური გუნდის სპონსორი 2007 წლიდან იყო. მაგრამ „უილიამსის“ ისტორიაში ყველაზე ცუდ სეზონის შემდეგ, ამ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა.
როიტერსთან საუბერში, „უილიამსის“ წარმომადგენელმა, ვინც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ გუნდი სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. ამასთან, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. გარდა ამისა, გროველები მოლაპარაკებას ყატარის ეროვნულ ბანკთანაც აწარმოებენ.
ახლახანს, გუნდი მისმა ერთ–ერთმა დამაარსებელმა, ტექნიკური დეპარტამენტის დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა პატრიკ ჰედმა დატოვა. როიტერისვე ინფორმაციით, ჰედის წასვლა „უილიამსის“ რესტრუქტურიზაციას უკავშირდება, რისი მიზანიც, გუნდის გაახალგაზრდავებაა. ამასთან, გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ მისი წასვლა „უილიამსის“ აღმასრულებელ დირექტორ ადამ პარის ინიციატივა იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ „უილიამსს“ ჯერ მეორე პილოტის ვინაობაც არ დაუსახელებია. ერთი ადგილი ვენესუელელ პასტორ მალდონადოს გარანტირებული აქვს. მეორე პილოტობაზე კი რამდნიმე კანდიდატია, მათ შორის, ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო, გერმანელი ადრიან სუტილი და ბრაზილიელი ბრუნო სენა.
რაც შეეხება ჰედს, ის „უილიამსის“ ფ1–ის გუნდს კი ტოვებს, მაგრამ ინგლისური კომპანიის ჰიბრიდული სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რჩება. აღსანიშნავია, რომ ჰედს 34 წელია, „უილიამსის“ ერთ–ერთი მმართველის პოსტი ეკავა, წლების განმავლობაში კი მისი ტექნიკური დირექტორი იყო და დიდ როლს თამაშობდა მის წარმატებებში.
No comments:
Post a Comment