Michael Schumacher pleased with new Mercedes F1 car potential
21 თებერვალი
ახალი მანქანით ჩატარებული პირველი ტესტების შემდეგ, მიხაელ შუმახერი ძალიან კმაყოფილი დარჩა. გერმანელმა ბარსელონას ტრასას 51 წრე დაარტყა და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მე-6 დრო აჩვენა, განაცხადა, რომ W03-ს დიდი პოტენციალი გააჩნია. ტესტების დროს, მის მანქანაზე ჰიდრავლიკურ სისტემას პრობლემა შეექმნა, თუმცა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს მანქანის მართვადობა ძალიან მოეწონა.
„სულ მეოთხე დღეა, რაც მანქანა ტრასაზე გამოვიყვანეთ და ამ დროის განმავლობაში, მას მხოლოდ უმნიშვნელო პრობლემა შეექმნა. მას კარგი პოტენციალი გააჩნია. მანქანაში რომ ვზივარ, კარგი გრძნობა მეუფლება. გამიჭირდება იმის თქმა, წესების ცვლილების გამო, თუ რა ძალისხმევად დაგვიჯდა ეს ყველაფერი, მაგრამ მთავარია, რომ მანქანას კარგი პოტენციალი გააჩნია“, - ამბობს შუმახერი და იქვე თავს იკავებს მანქანის სისწრაფის შეფასებისგან: „ახლა ამაზე ლაპარაკისგან თავს შევიკავებდი, რადგან ტრასაზე ყოფნისას, სხვებთან შედარებისთვის დრო არ მქონდა, გეგმის შესაბამისად ვმუშაობდით“.
გერმანელი ამბობს, რომ მას სრულებით არ ადარდებს მანქანის შესახედაობა. „ჩვენთვის ყველაფერი გამჭვირვალეა. მთავარი ისაა, რომ აეროდინამიკური მახასიათებლები კარგი აქვს. მეორე მხრივ, ახალი წესების ინტერპრეტირების საშუალებებიც არსებობს. ტესტების დროს გამოჩნდება, რომელია უკეთესი. ჩვენთვის ამაში განსაკუთრებული არაფერია. ყველაზე მთავარი ისაა, რასაც წამზომზე დავინახავთ. ახლა სწორედ ამაზე ვფიქრობ“.
და შუმახერი, ვისაც „მერსედესთან“ კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ეწურება, ამ ეტაპზე არ ფიქრობს თავის სამომავლო გეგმებზე. და დასძენს, გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო მოვაო...
No comments:
Post a Comment