Tuesday, February 21, 2012

„ლოტუსმა“ ბარსელონას ტესტები გააუქმა

Lotus F1 team pulls out of Barcelona test due to chassis problems
21 თებერვალი
„ლოტუსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ აღარ გააგრძელოს ბარსელონას ტესტები და იმ პრობლემის მიზეზები გამოიკვლიოს, რომლებიც მეორე შასის აღმოაჩნდა. გუნდი მზად იყო, ინგლისიდან სასწრაფოდ გამოეხმო პირველი შასი, რომლითაც მისმა პილოტებმა - კიმი რაიკონენმა და რომენ გროჟანმა ხერესის ტესტებზე 1788 კილომეტრი გაიარეს.

გუნდმა გადაწყვიტა, რომ შასის მოდიფიცირება სჭირდება. მართალია, ხერესში პირველ შასის პრობლემები არ შექმნია, მაგრამ ბარსელონას ტრასა ხერესისაზე სწრაფია და „ლოტუსში“ მიაჩნიათ, რომ პრობლემამ სწორედ სიჩქარის ზრდის გამო იჩინა თავი და პირველ შასიზეც წარმოიქმნება. ასე რომ, ახლა ინჟინრებს მანქანის კონსტრუქციის სასწრაფოდ გადაკეთება მოუწევთ.
„სანამ ინგლისიდან პირველ შასის გამოვიძახებდით, ბაზაზე არსებულ კომპიუტერზე, იმ მონაცემების შესაბამისად, რომელთა აღებაც ბარსელონაში მოვასწარით, შასის მუშაობის სიმულაცია ჩავატარეთ და აღმოჩნდა, რომ გარკვეული სამუშაოების ჩატარება მოგვიწევს. ჩვენთვის უმჯობესია, ორივე შასი ენსტოუნში გადავაკეთოთ და აქ პირველი შასით არ გავაგრძელოთ ტესტები. მანქანებს კი ტესტების მომდევნო სერიაზე, ერთი კვირის შემდეგ გამოვიყვანთ“, - ამბობს „ლოტუსის“ ტექნიკური დირექტორი ჯეიმს ელისონი.
„ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე დასძენს: „ტესტების გაუქმება ძალიან ძნელი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით. რაც მთავარია, პრობლემის არსს ჩავქვდეთ და ჩვენმა ინჟინრებმა უკვე შეადგინეს მოქმედების გეგმა. მთავარია, რომ ხერესის ტესტებისას, მანქანამ დამაიმედებელი შედეგებით გაგვახარა, ის გამძლე და საიმედოა. მართალია, დაუგეგმავი სამუშაოს შესრულება მოგვიწევს, მაგრამ ენსტოუნში ამ გამოწვევისთვის ყველა მზადაა“.

No comments:

Post a Comment