Sebastian Vettel quickest on first day of F1 testing at Barcelona
21 თებერვალი
ბარსელონაში წინასასესონო ტესტების მეორე ეტაპი დაიწყო, რომელზეც „მერსედესმა“ პირველად გამოიყვანა თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი. ერთადერთი გუნდი, რომელმაც ძველი მანქანით ივარჯიშა, „მარუსია“ იყო, რომელმაც საჭე პირველად მიანდო თავის ახალ პილოტს, ფრანგ შარლ პიკს.



ხანგრძლივი გამოსვლები ჰქონდა ფერნანდო ალონსოსაც, რომელმაც ერთხელ ზედიზედ 18 წრე გაიარა და საშუალოდ წრეს წუთსა და 26 წამში გადიოდა. საბოლოოდ კი ცხრილში მე-5 ადგილი დაიკავა და სულ რაღაც 0.05 წამით ჩამოიტოვა მიხაელ შუმახერი.
ხელმოცარული დარჩა „ლოტუსი“, რომელმაც ტრასაზე რომენ გროჟანი გამოუშვა, მაგრამ ფრანგმა მეორე შასის რაღაც უცნაურობა შენიშნა, რის გამოც, 7 წრის შემდეგ, გუნდმა ტესტები დაუყოვნებლივ შეწყვიტა. გუნდმა სასწრაფოდ გამოიხმო ინგლისიდან პირველი შასი და სავარაუდოდ, გროჟანი მეორე დრეს სწორედ ამ მანქანით ივარჯიშებს.
ბარსელონა. 1-ლი დღე
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:23.265 (79 წრე)
2. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:23.440 (+0.175, 97 წრე)
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:23.590 (+0.325, 114 წრე)
4. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:23.618 (+0.353, 76 წრე)
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:24.100 (+0.835, 75 წრე)
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:24.150 (+0.885, 51 წრე)
7. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:24.219 (+0.954, 66 წრე)
8. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:25.711 (+2.446, 97 წრე)
9. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:26.035 (+2.770, 31 წრე)
10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:26.809 (+3.544, 7 წრე)
11. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:28.026 (+4.761, 121 წრე)
No comments:
Post a Comment