Tuesday, February 21, 2012

ყველა დროის ყველაზე მძლავრი საგზაო "ფერარი" (ვიდეო)

რამდენიმე დღე და „ფერარი“ თავის ახალ სუპერ ავტომობილს გაგვაცნობს, რომლითაც „599 GTB ფიორანოს“ შეცვლის. ახალი ავტომობილი გასაიდუმლოებულ ვითარებაში შეიქმნა, დაიხვეწა და წარმოებისთვის მომზადდა. რამდენჯერმე ინტერნეტში ტესტებისას გადაღებული ფოტოები გაჩნდა, რომლებზეც ის საგულდაგულოდ შენიღბული ჩანდა.

და აი, მოლოდინი დასასრულს მიუახლოვდა - 29 თებერვალს მარანელოელები ამ ავტომობილს საბურველს ჩამოხსნიან. მასზე ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ეს იქნება „ფერარის“ ისტორიაში ყველაზე მძლავრი ძრავით აღჭურვილი საგზაო ავტომობილი. მეტი არაფერი, თუმცა, რაღა დარჩა - მალე მას შენიღბვის გარეშე ვნახავთ, ჟენევის მოტორ შოუზე კი მსოფლიო პრემიერაც გაიმართება...


ვიდეო

No comments:

Post a Comment