New SRT Viper Reveal to be Broadcasted Online
29 მარტი
ნიუ იორკში, მე-11 ავენიუზე მდებარე ჯეიკობ ჯევიტს სენტერის საკონფერენციო ცენტრში, 4 აპრილს სტარტს აიღებს ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუ, რომელზეც ალბათ ყველაზე გამორჩეული მოვლენა ახალი „ვაიპერის“ დებიუტი იქნება.
ამ ავტომობილის რეალური მყიდველი მთელს მსოფლიოში ძალიან ცოტაა, მაგრამ მისი წარმოების შეწყვეტამ, ბევრს დასწყვიტა გული. და აი, გავიდა რამდენიმე წელი და „გველგესლა“ ბრუნდება. ოღონდ არა „დოჯის“, არამედ „კრაისლერის“ სპორტულ დივიზიონ SRT-ს მარკით.
ის უკვე დგას ამერიკული კომპანიის სტენდზე, ოღონდ შალითის ქვეშ იმალება, რომ დროზე ადრე ვერავინ შეძლოს მისი ხილვა. შალითის ქვეშ მანქანის წინა და უკანა ნაწილების კონტურები კი იკვეთება, მაგრამ მათ მიხედვით მარჩიელობა ნამდვილად არ ღირს. ახალი „ვაიპერისადმი“ ინტერესს „კრაისლერი“ ამ ფოტო ტიზერით აღვივებს, რომელზეც პრემიერის ზუსტი დროა მითითებული.
ამ ეტაპზე ცნობილია (ოფიციალურად) მხოლოდ ის, რომ „ვაიპერი“ V10 ძრავით და სტაბილურობის კონტროლის სისტემით აღიჭურვება. უფრო მეტს კი ნიუ იორკის გამოფენაზე გავიგებთ...
No comments:
Post a Comment