Hyundai Expects Record US Sales in March
29 მარტი
„ჰიუნდაი“ და მის მფლობელობაში მყოფი „კია“ ბოლო წლებში განსაკუთრებით ამერიკულ ბაზარზე აქტიურობენ. და შესაბამის შედეგებსაც აღწევენ. შარშან მათ ამერიკის ბაზარზე რეკორდულ გაყიდვებს მიაღწიეს და რაც მთავარია, მთლიანად ამერიკული ბაზრის ზრდის ტემპსაც გადაასწრეს. ყველაზე პოპულარული კი „ჰიუნდაი ელანტრაა“, რომელმაც ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიპოვა. მასზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ კორეული კომპანია მათს დაკმაყოფილებას ვერ აუდის.
და ეგ კიდევ ყველაფერი არაა: ამერიკულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, კორეული კომპანია მარტში რეკორდული გაყიდვების მოლოდინშია. ეს ინფორმაცია პირველად „ჰიუნდაის“ ამერიკული შტოს შეფმა ჯონ კრაფჩიკმა ტვიტერზე გაავრცელა. მისი თქმით, კომპანია ამერიკულ ბაზარზე გაყიდვების ყველა დროის რეკორდის მოხსნას ელის. ამის იმედს კი ის ფაქტი აძლევს, რომ არნახულად კარგად იყიდება ჰიბრიდული „სონატა“, „აქცენტი“, „ელანტრა“ და „ველოსტერი“.
ყველა საკითესთან ერთად, კორეული ავტომობილების გაყიდვების მაღალ დონეს ის ფაქტიც განაპირობებს, რომ ისინი საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ. დღეს კი ამერიკაში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს - გალონი ბენზინი იქ თითქმის 4 დოლარი ღირს. „ჰიუნდაის“ მოდელების უმეტესობა კი 100 კილომეტრს საშუალოდ 6-6.5 ლიტრი საწვავით გადის...
No comments:
Post a Comment