Mazda Takeri Concept to Receive its North American Debut in New York
29 მარტი
„მაზდა“ თავის კონცეპტუალურ სედან „ტაკერის“ მსოფლიო ტურნეს აგრძელებს, ავტომობილისა, რომელმაც მალე „მაზდა6“ უნდა შეცვალოს. ეს ავტომობილი პირველად ტოკიოს შარშანდელ ავტო სალონზე შედგა, ახლახანს ჟენევაში გამოჩნდა, ამერიკის მიწას კი პირველად ნიუ იორკში, იქაურ ავტო შოუს დროს შეეხება.
საშუალო ზომის ავტომობილი მკვეთრი სტილით და ათლეტური ნაკვთებით გამოირჩევა. ეს იაპონური კომპანიის ახალი სტილია, რომელსაც KODO - მოძრაობის სულისკვეთება ეწოდება. თუ კარგად დააკვირდებით, მისი „ტაკერის“ ფორმები უსიტყვოდ მიგანიშნებთ, რომ ამ ავტომობილის სულისკვეთება დინამიკაა. სწორედ ამ სტილში შესრულდება არამხოლოდ ახალი „მაზდა6“ (რომელიც ბაზარზე მერმისს გამოჩნდება), არამეს კომპანიის სხვა ახალი ავტომობილებიც.
კონცეპტუალური ავტომობილი აღჭურვილია სერია „სკაიექტივის“ 2.2-ლიტრიანი დიზელის ძრავით, რომელსაც უქმი სვლების დროს, გათიშვის სისტემა i-სტოპი ემსახურება. გარდა ამისა, ძრავთან შეწყვილებულია სისტემა i-ილუპ, რომელიც კინეტიკური ენერგიის რეგენერაციის სისტემაა (კერს). მისი დამახასიათებელი თვისება ისაა, რომ ენერგიას კონდენსატორებში აგროვებს და ამ მხრივ, ის ამ ტიპის პირველი კერს-ია მსოფლიოში. ორივე ეს სისტემა კი ძრავის და მთლიანად ავტომობილის საწვავის ხარჯს დაახლოებით 10 პროცენტით ამცირებს.
„მაზდა“ გვპირდება, რომ ამ ძრავით და სისტემებით აღჭურვილ „ტაკერის“ არამხოლოდ ევროპაში, არამედ იაპონიასა და ამერიკაშიც გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment