Sbarro surprises Geneva with Intencity Concept
10 მარტი
გარდა იმისა, რომ მასზე დიდი ავტომწარმოებლები, თავიანთ ახალ კონცეპტუალურ და სერიულ ავტომობილებს წარადგენენ, ჟენევის საავტომობილო გამოფენა იმითაცაა საინტერესო, რომ იქ უამრავ ტუნინგ და სადიზაინერო ატელიეს პროდუქციის ნახვა შეიძლება. მათ შორისაა შვეიცარიული საინჟინრო კომპანია „სბარრო“, რომელიც თითქმის ყოველთვის ახერხებს დამთვალიერებლების და სპეციალისტების გაკვირვებას თავისი ორიგინალური კონცეპციებით.
„სბარრო“ ყოველთვის ცდილობს, რომ ჟენევაში თავისი ნამუშევრით წარსდგეს. წლევანდელი გამოფენისთვის კი ამისათვის უფრო სერიოზული საბაბი ჰქონდა, ვიდრე უბრალო კოცეპტქარების სახით აქვს ხოლმე - საავტომობილო მაკომპლექტებლების მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია „დელფიმ“ შვეიცარიულ კომპანიას ავტომობილი შეუკვეთა, რომლის დახმარებითაც, კლიენტებისთვის საკუთარი სიახლეების ორიგინალურად ჩვენებას შეძლებდა. ასეთად კი „ინტენსიტი“ (ფოტოზე) მიიღო.
სხვათა შორის, ჟენევური რანდევუს გახსნამდე, ამ ავტომობილს ასე მოიხსენიებდნენ: F1 ფორ3. ანუ, ფორმულა ერთი სამისთვის. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და თანაც, ავტომობილი საკუთრივ ფრანკო სბარროს მიერ კი არა, მისი დიზაინ-სკოლა „ესპერა სბარროს“ სტუდენტების მიერაა შემუშავებული. უფრო მეტიც, „ინტენსიტი“ სამისთვის არაა - მისი ჩასაჯდომი ფორმულა 1+1-ია. ამასთან, სალონში მოხვედრა ერთი დიდი ხუფის ახდთ შეიძლება, რომელიც ინტერიერის მთლიანად ფარავს და თავის სტრუქტურაში, წინა საქარე შუშას, ორივე გვერდით შუშას, სახურავს და მანქანის იმ ნაწილებს მოიცავს, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებს კარები აქვთ ხოლმე.
„ინტენსიტი“ ელექტრომობილია. მას მამოძრავებელ ძალას 100-კილოვატიანი ელექტროძრავი ანიჭებს. ძრავს ენერგიით ლითიუმ-ფოსფატოვანი 96 ელემენტისგან შემდგარი ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა 180 კილომეტრის გავლა შეძლოს. ავტომობილი სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა და მისი სრული წონა 980 კილოგრამს აღწევს.
No comments:
Post a Comment