Saturday, March 10, 2012

„ჰიუნდაის“ ოჯახს უნივერსალი i30 შეემატა (ვიდეო)

Hyundai gets Practical with New i30 Station Wagon that Makes its World Premiere in Geneva
10 მარტი
კორეული კომპანია მიღწეულს არ სჯერდება და გაყიდვების ტემპის ზრდის შესანარჩუნებლად, თავის სამოდელო გამას აფართოებს. მორიგი ახალი ავტომობილი, რომელსაც „ჰიუნდაი“ თავის მყიდველს შესთავაზებს, უნივერსალი i30-ია, რომლის მსოფლიო პრემიერაც ჟენევის მოტორ შოუზე ჩატარდა.

ეს ავტომობილი ხუთკარიან ჰეჩბეკ i30-ზე არის ბაზირებული და ზოგ (მათ შორის ამერიკის) ბაზარზე, ის „ელანტრა GT-ს“ სახელით გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ მის წინამორბედ „ელანტრა ტურინგის“ წარმოება ჯერაც გრძელდება და მისი გაყიდვები ამერიკასა და ზოგ დიდ ბაზარზე, კვლავაც გაგრძელდება.
უნივერსალი i30 ჰეჩბეკზე 185 მილიმეტრით გრძელი და 30 მილიმეტრით მაღალია. თუმცა, ბორბლებს შორის ბაზა (2650 მილიმეტრი) შეცვლილი არაა. ამის წყალობით, მის სალონში მეტი ადგილია როგორც მგზავრებისთვის, ასევე მათი ბარგისთვისაც. წინა სავარძლების თავზე, სახურავის სიმაღლე 12 მილიმეტრითაა გაზრდილი, უკანების თავზე კი - 38 მილიმეტრით. იმავდროულად, 59 პროცენტით (133-დან 54 მილიმეტრამდე) არის შემცირებული ცენტრალური გვირაბის სიმაღლე.
გაზრდილია საბარგულის მოცულობა, რომელმაც 528 ლიტრს მიაღწია. ეს კი 113 ლიტრით მეტია მისი წინამორბედი უნივერსალის საბარგულის მოცულობაზე. როდესაც უკანა სავარძლები იკეცება, საბარგული 1642 ლიტრამდე ფართოვდება. „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მთავარ აღმასრულებელ ალან რაშფორტის თქმით, უნივერსალი i30 აქტიური დასვენების მოყვარული ოჯახებისთვის შესანიშნავი ავტომობილია.
ახალი ავტომობილი ძრავების იმავე გამას მიიღებს, როგორიც ხუთკარიან ჰეჩბეკ i30-ზე გვხვდება. მათ შორისაა 1.4-ლიტრიანი დიზელი (90 ცხენის ძალა), 1.6-ლიტრიანი დიზელი (110 ცხ.ძ), 1.6-ლიტრიანი დიზელი (128 ცხ.ძ), 1.4-ლიტრიანი ბენზინის (100 ცხ.ძ), 1.6-ლიტრიანი ბენზინის (120 ცხ.ძ) და 1.6-ლიტრიანი ბენზნის (135 ცხ.ძ). ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია 6-საფეხურიანი მექანიკური, ან ავტომატური ტრანსმისია.
ევროპაში უნივერსალ i30-ის გაყიდვები ივლისში უნდა დაიწყოს.


ვიდეო

No comments:

Post a Comment