Sebastien Loeb pulls away in Mexico as Jari-Matti Latvala loses more time
10 მარტი
მიუხედავად იმისა, რომ მექსიკის რალის მეორე დღეს, სებასტიან ლოები უსწრაფესი არ ყოფილა, ის რბოლას მაინც ლიდერობს. უსწრაფესი კი იარი-მატი ლატვალა იყო, რომელმაც რამდენიმე სპეცმონაკვეთის მოგება შეძლო და წინა დღის უიღბლობის მიუხედავად, ლიდერებს მიუახლოვდა.
მაგრამ მე-15 სპეცმონაკვეთზე ისევ ლოდს დაეჯახა, რამაც ბორბალი დაუზიანა. დაშვებული წინა საბურავით, ფინელმა თითქმის 25 კილომეტრი გაიარა და მხოლოდ 50 წამი დაკარგა. თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლიდერებს ისევ ჩამორჩენოდა. მართალია, მან მესამე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ლოებს უკვე ორ წუთზე მეტით ჩამორჩება.
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ზედმეტი რისკის გარეშე იასპარეზა, თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ჯერ ფინელი თანაგუნდელი მიკო ჰირვონენი ლიდერობიდან ჩამოექვეითებინა, შემდეგ კი ის თითქმის ნახევარი წუთით ჩამოეტოვებინა.
ლატვალას მსგავსი ინციდენტი მოგვიანებით ესტონელ ოტ ტაენაკსაც შეემთხვა, თუმცა ბორბლის დაზიანების მიუხედავად, ამან თავისი მეექვსე პოზიცია შეინარჩუნა. მაგრამ ახლა უახლოეს მდევარს რუსეთიდან, ევგენი ნოვიკოვს 6 წამსღა უგებს.
ათეულში შეაღწია დაკარის შარშანდელმა გამარჯვებულმა, ყატარელმა ნასერ ალ-ატიამ, მაგრამ ის ლოებს ხუთი წუთით და 39 წამით ჩამორჩება.
მექსიკის რალი. მეორე დღე
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 3:01:10.9
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი) + 28.7
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი) + 2:09.8
4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) + 2:22.1
5. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი) + 2:35.0
6. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) + 4:11.8
7. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) + 4:17.6
8. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) + 5:39.9
9. კრის ატკინსონი (ავსტრალია, ფორდი) + 5:42.9
10. არმინდო არაუჟო (პორტუგალია, მინი) + 9:03.4
No comments:
Post a Comment