Wednesday, March 28, 2012

„ჯენერალ მოტორსი“ დასავლეთ ევროპიდან განვითარებად ქვეყნებში გადაინაცვლებს

GM to shift more production to low-cost countries
28 მარტი
მალე შესაძლოა „ჯენერალ მოტორსმა“ წარმოების დიდი ნაწილი განვითარებად ქვეყნებში გადაიტანოს, ბოხუმის (გერმანია) და ელესმერის (ბრიტანეთი) ქარხნებს კი დახურვა ემუქრება. გერმანული ჟურნალი „დერ შპიგელი“ ამ ცნობას ამერიკული კომპანიის წარმომადგენლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერლების გეგმა მარტივია: თუ „ოპელის“ გაყიდვები გაიზრდება, მოთხოვნის დაკმაყოფილებას ამერიკული გიგანტი იმ ქარხნებში წარმოების გაზრდის ხარჯზე ეცდება, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში - პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთში, ინდოეთში, მექსიკასა და ბრაზილიაში მდებარეობს.
იმ საბუთების შესაბამისად, რომლებიც „ჯენერალ მოტორსმა“ თავის გლობალურ კონფერენციაზე გაიტანა, მისი გეგმები, ევროპის ბაზარზე, 2016 წლისთვის მექსიკიდან, კორეიდან და ჩინეთიდან, 300 000 ავტომობილის იმპორტირებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ გაყიდვების შარშანდელი მოცულობით, ამერიკულმა კომპანიამ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა. 2007 წლამდე ის მსოფლიოს უცვლელი ლიდერი იყო. შემდგ კი პირველობა „ტოიოტამ“ დაათმობინა. თუმცა შარშანდელმა მიწისძვრამ და ცუნამიმ იაპონურ კომპანიას პოზიციები მაინც დაათმობინა და გენერლებმა პირველობა დაიბრუნეს. თანაც, ეს მას შემდგ მოხდა, რაც 2009 წელს, მცირე ხნით, „ჯენერალ მოტორსმა“ მართვადი გაკოტრების რეჟიმში იმუშავა.
„ჯენერალ მოტორსმა“ ამერიკის ბაზარზე პოზიციები დაიბრუნა, მაგრამ უკვე 15 წელია, ევროპაში წაგებაზე მუშაობს. სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ამერიკულმა კომპანიამ რესტრუქტურიზაციის გეგმა შეიმუშავა, რომელიც წარმოების ისეთ რეგიონებში გატანას ითვალისწინებს, სადაც მუშა ხელი იაფი ღირს. თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ოპელის“ (ჯენერალ მოტორსის ევროპული შტო) ქარხნები სრული დატვირთვით არ მუშაობს.
ჯერჯერობით გენერლები უარყოფენ გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ „ოპელის“ წარმოების გერმანიის საზღვრებს გარეთ გატანა არ იგეგმება. თუმცა, „ოპელის“ წარმომადგენელი არ მალავს, რომ ამერიკული კომპანია წარმოების ხარჯების შესამცირებლად, რადიკალურ ზომებს არ მოერიდება.
„ოპელის“ მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში არც ქარხნების დახურვა იგეგმება და არც სამუშაო ადგილების შეკვეცა. მაგრამ იქვე დასძენს, რომ არ არსებობს „ტაბუ“, რომელიც მის კომპანიას მომგებიან ბიზნესზე გადასვლაში წინ აღუდგება. არადა, ცოტა ახლახანს გერმანულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, შტრაკემ გერმანიის მთავრობას უკვე აცნობა, რომ „ოპელი“ ბოხუმის ქარხნის დახურვას აპირებს.

No comments:

Post a Comment