Magna Steyr Previews "Three-in-One" MILA Coupic Concept
4 მარტი
მსოფლიოში საავტომობილო მაკoმპლექტებლების უდიდესმა მწარმოებელმა, ავსტრიულ-კანადურმა „მაგნა-შტეირმა“ ჟენევური ავტო რანდევუსთვის კონცეპტუალური „მილა კუპიკი“ მოამზადა, რომელსაც თავისუფლად შეგიძლიათ უწოდოთ ტრანსფორმერი - ეს ავტომობილი შეიძლება იყოს როგორც ორკარიანი ქროსოვერი, ასევე პიკაპიც და კაბრიოლეტიც. მოკლედ, ერთ ავტომობილში ერთდროულად სამია გაერთიანებული.
„მაგნა“ გვამცნობს, რომ ეს კონცეპცია მხოლოდ იმ დანიშნულებით შეიქმნა, რომ კომპანიამ თავისი ინჟინრების და დიზაინერების აზროვნების მრავალფეროვნებითა და ორიგინალობით გაგვაოცონ. ისე კი, ეს არის მეექვსე კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც „მილას“ სახელს ატარებს.
ავტომობილის მთავარი თავისებურება მისი სახურავია, რომელიც სამი შრისგან შედგება და ტავის კონსტრუქციაში, შუშის ელემენტებსაც აერთიანებს. სალონში არსებული სპეციალური ღილაკის მეშვეობით, ეს სახურავი ნაწილობრივ, ან მთლიანად იხსნება. სახურავი ორი ნაწილისგან შედგება და იმავე ღილაკით, შესაძლებელია მისი ერთი, ან მეორე ნაწილის, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაკეცვა.
როცა უკანა ნაწილი გაიხსნება, მერე შეგიძლიათ უკანა სავარძლების დაკეცვაც, რის შემდეგაც ხუთადგილიანი ავტომობილი პიკაპად გადაიქცევა. ამ დროს, დაკეცილი უკანა სავარძლები სალონის უკანა კედლის მოვალეობას ასრულებს. ამ დროს სალონი დახურულია, მაგრამ შესაძლებელია სახურავის წინა ნაწილის მოხსნაც და ამ შემთხვევაში, „მილა კუპიკი“ კაბრიოლეტად გადაიქცევა.
„მაგნა შტეირის“ პრეზიდენტი გიუნტერ აპფალტერი ამბობს, რომ ყველაფერი მხოლოდ ერთი მიზნით შეიქმნას - კომპანიამ თავის კლიენტ ავტომწარმოებლებს, დასაკეცი სახურავის ახალი კონსტრუქციები, ახალი მასალები და მოქნილი სავარძლების სტრუქტურები შესთავაზოს.
No comments:
Post a Comment