Revised 2012 Hyundai i20 gets a Face Transplant from the i30
4 მარტი
კონცეპტუალური „i-ონიკის“, „ველოსტერ ტურბოს“ ეროპული ვერსიისა და უნივერსალ i30-ის გარდა, „ჰიუნდაის“ ჟენევის მოტორ შოუზე განახლებულ i20-საც ვიხილავთ, რომელსაც ფეისლიფტინგი ჩაუტარდა და ამის შემდგ, მას შეიძლება i30-ის მომცრო ვერსიაც კი უწოდოთ. ჟენევურ პრემიერამდე ორიოდ დღით ადრე კი კორეულმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტოები გაავრცელა.
ყველაზე მეტად, i20-ს წინა ნაწილი აქვს შეცვლილი - ფარები დავიწროვდა, რადიატორის ბადის მოყვანილობა კი კვლაც ექვსკუთხაა, თუმცა ის უფრო კოხტადაა შესრულებული. ამის შედეგად, შეიცვალა წინა ბამპერის ფორმა. ასევე შეცვლილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების მოყვანილობა. სახურავის წინა ნაწილი კი უფრო რბილად იწყება და წინა საყრდენებს მიუყვება. შეცვლილია ავტომობილის უკანა ნაწილიც. კერძოდ ბამპერი და უკანა ფარების კომპლექტი. დაკიდევ, ავტომობილი ალუმინისგან ჩამოსხმულ ახალ ბორბლებზე დააყენეს.
ამ ავტომობილის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას „ჰიუნდაი“ ჟენევაში გაგვაცნობს.
No comments:
Post a Comment