Sunday, March 4, 2012

„ლამბორგინის“ ჟენევური სიახლეები (ვიდეო)

Leaked Photos Reveal Lamborghini's Geneva Motor Show Aventador J Speedster
4 მარტი
ჟენევისთვის „ლამბორგინის“ სიახლეები აქვს, მათ შორის ერთი ისეთი, რომლითაც საავტომობილო სამყაროს პირს დააღებინებს (სანტ’აგატა ბოლონეზელები ასე გვპირდებიან), მაგრამ კონკრეტულად ამ სიახხლეებზე ლაპარაკს ჯერჯერობით თავს არიდებენ. ამით კი სხვადასხვა ჭორის გავრცელებას უწყობენ ხელს.

ახლახანს ჩეხურმა ვებგვერდმა „ავტოფორუმმა“ გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები და გვაუწყა, რომ ამ ფოტოებზე გამოსახულ ღია ავტომობილს, ჟენევაში „ავენტადორ J-ს“ სახელით გაგვაცნობენ. მოგვიანებით კი თავად იტალიურმა კომპანიამ გაავრცელა ვიდეო ტიზერი, სადაც თავის ახალ სერიულ ავტომობილს, რომელსაც ჟენევაში გვიჩვენებს, „უნიკა-დ“ (განსაკუთრებული) მოიხსენიებს. „ლამბოს“ ავტომობილები ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ როგორც ჩანს, ამჯერად უნიკა განსაცვიფრებელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ამ ფოტოებიდან ეგრე ჩანს. და ტიზერიც რაღაც განსაკუთრებულს გვპირდება.
მაგრამ მეორე მხრივ, ამ ფოტოებზე გამოსახული ავტომობილი არ უნდა იყოს სერიული წარმოებისთვის განკუთვნილი. ყოველ შემთხვევაში, ის ღია „ავენტადორ როდსტერს“ არ ჰგავს, რომლის მსტოვრული ფოტოებიც ინტერნეტით არაერთხელ გავრცელდა. საქმე ისაა, რომ ამ ავტომობილს (ავენტადორ J-ს - ფოტოებზე) სახურავი კი არა, საქარე შუშაც კი არ აქვს. ამასთან, აგრესიული აეროდინამიკური აღჭურვითაც გამოირჩევა. თანაც, არის ვარაუდი იმისა, რომ ამ ავტომობილიდან ამოიღეს ფუფუნების ყველანაირი საგანი, რისი წყალობითაც, მისი წონა შემცირდა.
ჯერჯერობით, ამ „უნიკას“ აგრეგატის და დინამიკური შესაძლებლობების შესახებ ცნობილი არაფერია. თუმცა, რაღა დარჩა, ორ დღეში „პალექსპოს“ კარს ჟურნალისტებისთვის გახსნიან და იქიდან ინფორმაციის ზღვა წამოვა, ამ ზღვაში რამდენიმე წვეთი კი „ლამბოს“ „უნიკას“ უფრო ახლოს გაგვაცნობს.

ვიდეო

No comments:

Post a Comment