Triumph revival on again
3 მარტი
„ბეემვეს“ ჯგუფში ორი ინგლისური კომპანიაა გაერთიანებული - „როლს როისი“ და „მინი“, მაგრამ როგორც ჩანს, ბავარიელებს ეს არ აკმაყოფილებს და მათ საკუთარ ბიზნესში კიდევ ერთი ალბიონური სახელის დამატება გადაწყვიტეს. თანაც, ამ მარკით, ავტომობილების გარდა, საიუვილერო ნაწარმის, საათების, ტყავის ნაწარმის, ტანსაცმლის, ჩანთების, წიგნების და საახალწლო ნაძვისხის სათამაშოების გამოშვებასაც აპირებენ.
„ბეემვემ“ სავაჭრო ნიშნების ევროპულ რეესტრში, ბრენდ „ტრიუმფის“ მის საკუთრებაში დარეგისტრირების განაცხადი ჯერ კიდევ ოქტომბერში შეიტანა, ორი თვის შემდეგ კი სასურველი პასუხი მიიღო.
1994 წელს, როდესაც ბავარიულმა კომპანიამ „ბრიტიშ აეროსპეისისგან“ კრიზისში მყოფი „როვერის“ ჯგუფი გამოისყიდა, ამ ჯგუფში, სხვა ინგლისურ სახელოვან ბრენდებთან ერთად (ოსტინი, მორისი, უოლსლი და რილი), „ტრიუმფიც“ იყო გაერთიანებული. 2000 წელს ბავარიელებმა „როვერი“ დაშალეს და თავისთვის მხოლოდ „რილი“ და „ტრიუმფი“ დაიტოვეს. მაგრამ აქამდე არცერთი არ გამოუყენებიათ.
ბრიტანული გამოცემა „ავტოქარი“ გვიამბობს, რომ წინა საუკუნის მიწურულს, „ბეემვეს“ პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდა „ტრიუმფის“ ან „ოსტინ-ჰილის“ სახელით, ხელმისაწვდომი როდსტერის გამოშვება, რომელიც Z4-ის იაფი ვერსია უნდა ყოფილიყო. ასე განსაჯეთ, პროექტი შეიმუშავეს და როგორც „ავტოქარი“ ირწმუნება, კონცეპტუალური მოდელიც შეიქმნა, მაგრამ საზოგადოებისთვის ის არ უჩვენებიათ.
გავიდა რამდენიმე წელი და გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ „ბეემვეს“ კალიფორნიული დიზაინ სტუდია აწარმოებდა სამუშაოს, რომლის მიზანიც, კვლავ როდსტერის შექმნა იყო. ეს ავტომობილი „მინის“ ბაზაზე უნდა დაემზადებინათ, მაგრამ „ტრიუმფის“ მარკით უნდა გაყიდულიყო. ამ ვარიანტს „მინის“ დილერებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათს შოურუმებში, „მინის“ ავტომობილები სხვა, აღდგენილი ბრენდით გაეყიდათ.
ასეა თუ ისე, ბავარიელები „ტრიუმფის“ დავიწყებას მაინც არ აპირებენ. არაა გამორიცხული, რომ ამ ბრენდთ თავიდან ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება დაიწყონ, რასაც აუცილებლად მოჰყვება ავტომობილები. თანაც, მათ სურთ, რომ „ტრიუმფი“ გლობალური ბრენდი გახდეს.
No comments:
Post a Comment