Kimi Raikkonen quickest as F1 winter testing comes to an end at Barcelona
4 მარტი
ბარსელონაში დასრულდა წინასასეზონო ტესტები. მეოთხე დღეს, ტრასაზე ყველაზე სწრაფი კიმი რაიკონენი იყო, ყველაზე უარესი შედეგი კი... სებასტიან ფეტელს ჰქონდა. ეს კი მორიგი დასტურია იმისა, რომ ტესტებზე ნაჩვენებ შედეგებს არაფრის თქმა არ შეუძლია. ყველა, განსაკუთრებით კი ტოპ გუნდები, თავის საქმეს აკეთებს და საკუთარ რეალურ შესაძლებლობებს მელბურნში გვიჩვენებენ. ახლა კი მათი მთავარი საზრუნავი მანქანების ჭკუაზე მოყვანაა.
რაიკონენი ყველაზე სწრაფი დილის სესიაზევე იყო, საღამოს კი მისი დრო ვეღარავინ გააუმჯობესა, რადგან ყველა ტრასაზე მოკლე გამოსვლებისგან თავს იკავებდა და სარბოლო სიმულაციებზე მუშაობდა. ფინელმა 65-წრიანი სიმულაცია ჩაატარა და ამ საქმეშიც საუკეთესო იყო. ამ დროს მან საბურავების ოთხი კომპლექტი გამოიყენა. ამასთან, სამჯერ მის მანქანაზე რბილი საბურავები დააყენეს, ერთხელ კი - მყარი. საბურავების ყოველი გამოცვლის წინ, მისი დროების გაუარესების ამპლიტუდა 1.8 წამზე მეტი არ ყოფილა, რაც ასევე საუკეთესო მაჩვენებელი იყო. თუმცა, სიმულაციისას ნაჩვენები საშუალო დროის მიხედვით, მას ლუის ჰამილტონმა აჯობა, ვინც ცხრილში მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა. საშუალოდ ყოველ წრეზე, ის რაიკონენს 0.2 წამით სჯობდა.
ცხრილში მეორე ადგილზე ფერნანდო ალონსო დარჩა (შესვენების შემდეგ), რომელიც რაიკონენის საუკეთესო დროს 0.220 წამით ჩამორჩა. ესპანელის ეარბოლო სიმულაციას ხელი რამდენჯერმე წითელმა ალამმა შეუშალა. პირველად ის კამუი კობაიაშის გამო ააფრიალეს, როდესაც იაპონელის „ზაუბერზე“ ძრავი დაზიანდა და ის შუა ტრასაზე გაჩერდა. მეორედ კი ვიტალი პეტროვის გამო, რომელმაც უსაფრთხოების ზოლში „გაისეირნა“.
რაც შეეხება ფეტელს, მას საღამოს სესიაზე ბევრი არ უვარჯიშია - მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი დაზიანდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა, სატესტო სეზონის მიწურულს, ექვსი წრის გავლაღა მოასწრო. სხვათა შორის, იგივე პრობლემებმა მას ხელი შესვენებამდეც შეუშალა.
ბარსელონა. ტესტების მესამე დღე
1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:22.030 (121 წრე)
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:22.250 (+0.220, 115 წრე)
3. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:22.296 (+0.266, 53 წრე)
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:22.312 (+0.282, 101 წრე)
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:22.386 (+0.356, 72 წრე)
6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:22.430 (+0.400, 115 წრე)
7. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:22.795 (+0.765, 101 წრე)
8. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:22.939 (+0.909, 100 წრე)
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:23.347 (+1.317, (48 წრე)
10. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:23.393 (+1.363, 100 წრე)
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:23.608 (+1.578, 23 წრე)
No comments:
Post a Comment