Maserati to Build Alfa Romeo 4C at its Modena Plant, will Introduce Three new Models
13 აპრილი
ალფა რომეო 4C |
„ფიატმა“ გამოაცხადა, რომ მის ჯგუფში შემავალი პრემიუმ სეგმენტის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „მაზერატი“ თავის საწარმოო პროგრამას გააფართოებს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, კომპანია ბაზარზე სამ ახალ მოდელს გამოიტანს.
ტურინულმა კომპანიამ ამ მოდელების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია არ გამოაქვეყნა, თუმცა ცნობილია, რომ მათგან ერთი უგზოობის „კუბანგია“, რომლის კონცპტუალური ვერსიაც შარშან, ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიჩვენეს. მეორე იქნება საშუალო ზომის სპორტული სედანი, რომელიც კონკურენციას „ბეემვეს“ მე-6 სერიის „გრან კუპეს“ და „მერსედესის“ CLS-ს გაუწევს. მესამე ავტომობილია დიდ სედან „კვატროპორტეს“ შემდეგი თაობის მოდელი.მაზერატი კუბანგი |
„მაზერატი“ აცხადებს, რომ ახალი ავტომობილების გამოშვებით, წლიური წარმოების მოცულობა თანდათან მიაღწევს 50 000-ს. მაგრამ ამ მოცულობის ათვისება არ შეუძლია მოდენაში არსებულ ქარხანას, რომელიც ქალაქში მდებარეობს და ამის გამო, გაფართოების რესურსი არ გააჩნია. ამიტომ, „მაზერატი“ „ბერტონეს“ ქარხანას გამოიყენებს, რომელიც „ფიატმა“ ორი წლის წინ გამოისყიდა და რომლის მოდერნიზებასაც 500 მილიონი ევრო მოახმარა.
მართალია, მოდენას ქარხნის შესაძლებლობები შეზღუდულია, მაგრამ ერთ წელიწადში „მაზერატი“ იქ „ალფა რომეოს“ ერთ ავტომობილს გამოუშვებს. „მაზერატი“ არ აკონკრეტებს ამ ავტომობილის სახელს, თუმცა გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ეს 4C იქნება, რომლის პრემიერაც ჟენევის შარშანდელ მოტორ შოუზე შედგა. მოდენას ქარხანა წლიურად მხოლოდ 2 500 ცალ 4C-ს გამოუშვებს.
4C არის კომპაქტური ორადგილიანი კუპე, რომელსაც ძრავი ბაზაში აქვს მოთავსებული. ეს არის 1.75-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც უკანა ბორბლებს ატრიალებს. ამასთან ეს იქნება პირველი ავტომობილი, რომლითაც „ალფა რომეო“ ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება. ევროპაში მისი საბაზო ღირებულება 50 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment