McLaren F1 GTR Longtail up for grabs at The Quail
13 აპრილი
ეს ავტომობილი არცთუ დიდი ხნის წინ, მსოფლიოს ტრასებზე დაუმარცხებელი იყო გამძლეობაზე რბოლებში. ლაპარაკია „მაკლარენ F1-ზე“. მაგრამ ის უკვე ისტორიის კუთვნილება და საავტომობილო კოლექციონერთათვის სანატრელი, ძალიან იშვიათი ექსპონატია. და აი აგვისტოში, ბონჰემის აუქციონზე, რომელიც პებლ ბიჩის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურსის წინ ჩატარდება, ერთ-ერთ ასეთ იშვიათ ექსპონატს გასაყიდად გამოიტანენ.
თანაც როგორ ექსპონატს. ლაპარაკია სარბოლ „მაკლარენ F1 GTR-ზე“, სწორედ იმ ავტომობილზე, რომელიც გამძლეობაზე რბოლებში დომინირებდა. ეს იმდენად სწრაფი და დახვეწილი მანქანა იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სერიულ ავტომობილებზე ბაზირებულ GT კლასს მიეკუთვნებოდა, სპეციალურად შექმნილ პროტოტიპებსაც კი ამარცხებდა. 2005 წელს კი ლე მანის 24-საათიანი რბოლა აბსოლუტურ ჩათვლაში მოიგო!
„მაკლარენმა“ მხოლოდ 28 ცალი F1 GTR დაამზადა. აქედან 10 ეგრეთ წოდბული გრძელკუდა იყო. ეს იყო აეროდინამიკურად დახვეწილი ვერსია. აუქციონზე გასაყიდად სწორედ ამ მცირე პარტიიდან ბოლო ავტომობილი წარსდგება, შასის ნომრით 028R. „გალფის“ და „დავიდოფის“ ფერებში გამოწყობილი ამ ავტომობილს მონაწილეობა აქვს მიღებული FIA-ს GT ჩემპიონატის რბოლებში ნურბურგრინგზე (გერმანია), A1-რინგზე (ავსტრია), დონინგტონზე (ბრიტანეთი), სპა ფრანკორშანზე (ბელგია), მუჯელოზე (იტალია, სებრინგზე, ლაგუნა სეკასა (ორივე აშშ) და სუძუკაზე (იაპონია).
ავტომობილი, რომელიც მხოლოდ 907 კილოგრამს იწონის, „ბეემვეს“ წარმოების 6.0-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას ავითარებს. აუქციონის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ბოლო გრძელკუდა „მაკლარენ F1“ 4 მილიონ დოლარად გაიყიდება.
No comments:
Post a Comment