Citroen's Luxurious New DS9 Concept Study is Ready for its Beijing Auto Show Debut
13 აპრილი
„სიტროენი“ წარმოებისთვის თავის ახალ ფლაგმანს ამზადებს, რომლის კონცეპტუალური ვერსიას, სახელად „ნუმერო 9“, პირველად პეკინის ავტო შოუზე წარადგენს. ადრე იყო ვარაუდი, რომ ამ ავტომობილისს ახელი DS9 იქნებოდა, მაგრამ პეკინში ასე არ იქნება. თუმცა „სიტროენი“ გვპირდება, რომ ეს ავტომობილი DS სამოდელო ხაზს მიეკუთვნება.
„სიტროენის“ მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ „ნუმერო 9“ კომპანიის განახლებული კორპორატიული სტილის პირველი ნიშანია, რომლის ელემენტებსაც DS ხაზის შემდგომ სამ მოდელზე შევნიშნავთ. ამ სამს შორის ერთი C-სეგმენტის პრემიუმ სედანი იქნება, მეორე უგზოობის ავტომობილი და მესამე - D-სეგმენტის (საშუალო ზომის) ბიზნეს სედანი.
ამჟამად „სიტროენის“ DS-ხაზი მხოლოდ სამ ავტომობილს - მინი ჰეჩბეკ DS3-ს, კომპაქტურ ჰეჩბეკ DS4-ს და მოზრდილ ჰეჩბეკ DS5-ს მოიცავს. ამ ავტომობილების წარმოებიდან ორი წელია გასული და ფრანგულმა კომპანიამ მთელს მსოფლიოში უკვე 200 000 ცალის გაყიდვა მოასწრო.
რელიზში „სიტროენი“ არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნუმერო 9“ მალე კონვეიერზე დადგება. თუმცა, კომპანიის არაერთ მაღალჩინოსანს ნათქვამი აქვს, რომ მათს კომპანიას ფლაგმანი მოდელის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. „ნუმერო 9“ სწორედ ფლაგმანის შესაფერისი გარეგნობით და გაბარიტებით გამოირჩევა.
ეს ავტომობილი არის კონცეპტუალური „მეტროპოლისის“ შთამომავალი, ავტომობილისა, რომელიც „ორმაგმა შევრონმა“ ორი წლის წინ, ასევე პეკინის ავტო შოუზე წარადგინა. ოღონდ, მისგან განსხვავებით, „ნუმერო 9-ს“ ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკ ძარა, ანუ ჰეჩბეკის სტილის უკანა ნაწილი აქვს. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4.93 მეტრი, სიგანე 1.94 მეტრი, სიმაღლე 1.27 მეტრი, ბაზა კი 3.00 მეტრი. შედარებისთვის, „მეტროპოლისის“ სიგრძე 5.30 მეტრია. თუმცა, „ნუმერო 9“ „მერსედეს-ბენცის“ E-კლასის სედანზე გრძელიცაა და განიერიც.
„ნუმერო 9“ ჰიბრიდული ძალური დანადგარითაა აღჭურვილი, რომელშიც, ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, შიდაწვის ძრავი შეიძლება იყოს ან ბენზინზე მომუშავე, ან - დიზელზე. მასთან კომბინირებულად მუშაობს ელექტროძრავი, რომელიც უკანა ბორბლებს ემსახურება. მისი სიმძლავრე 70 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 200 ნიუტონმეტრი. ამგვარად, ავტომობილი სრულამძრავიანია (შიდაწვის ძრავი წინა ბორბლებს ემსახურება).
ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც მხოლოდ 50 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. სამაგიეროდ, მათი სრული დამუხტვა 3.5 საათში ესწრება. პეკინისთვის მომზადბული „ნუმერო 9-ს“ ჰიბრიდულ სისტემაში ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი შევიდა, რომელიც 225 ცხენის ძალას და 275 ნიუტონმეტრს იძლევა. ამ ჰიბრიდული სისტემით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 5.4 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 244 კმ/სთ-ია. თუ ელემენტებში დაგროვილ ენერგიას მძროლი სრულად აითვისებს, მაშინ კომბინირებული ციკლით (ქალაქი/მაგისტრალი) 100 კილომეტრის გასავლელად 1.7 ლიტრი ბენზინი ეყოფა.
დაბოლოს, ვერ გაგაკვირვებთ, თუ გეტყვით, რომ „ნუმერო 9“ ჰიდრავლიკური, აქტიური საკიდარითაა აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment