Schumacher puts Mercedes on top in China
13 აპრილი
ჩინეთის დიდი პრიზი ის რბოლაა, რომელზეც მიხაელ შუმახერმა თავისი 91-ე და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება იზეიმა (2006 წელს). და აი, შანჰაის ტრასაზე, ის ჯერჯერობით უსწრაფესია - პირველი ორი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს საუკეთესო დრო აქვს. მას თითქმის ორი მეათედი წამით ჩამორჩება ლუის ჰამილტონი, რომელიც პირველ პრაქტიკაზე იყო ყველაზე სწრაფი.
ჰამილტონი ერთადერთი მრბოლია, ვისაც შანჰაის ტრასაზე ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ამასთან, მან წინა ორი ეტაპის კვალიფიკაციაში გაიმარჯვა და რბოლებიც პოულიდან დაიწყო, მაგრამ ამჯერად მას სტარტის მოწინავე პოზიციაზე ვერ ვიხილავთ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ მის მანქანაზე „მაკლარენმა“ გადაცემათა კოლოფი გამოცვალა, რაც ხუთი სასტარტო ადგილის დაკარგვას ნიშნავს.
აღსანიშნავია, რომ პირველი პრაქტიკა სველ ტრასაზე დაიწყო - წინა ღამით შანჰაიში ტროპიკული წვიმა მოვიდა. ჰამილტონმა თავისი ორი საუკეთესო დრო სესიის მიწურულს დააფიქსირა, როცა ასფალტი უკვე გამშრალი იყო. მან თითქმის წამით აჯობა მეორე შედგის მქონე ნიკო როსბერგს. მეორე სესიაზე გერმანელი მეხუთე შედეგს დასჯერდა.
საერთო ჯამში, მესამე და მეოთხე საუკეთესო დროები ჰქონდათ სებასტიან ფეტელს და მარკ უებერს. ფეტელს ამ სეზონში ერთი გამარჯვებაც არ აქვს და ავსტრალიასა და მალაიზიაში პირველი სასტარტო რიგის მიღმა იდგა. ამჯერად ის გამარჯვებისთვის ბრძოლას გეგმავს, რაშიც თავისი გუნდის დახმარების იმედზეა. სხვათა შორის, ორივე პრაქტიკაზე, ფეტელის მანქანას განსხვავებული გამოსაბოლქვი ჰქონდა, ვიდრე უებერისას.
პრობლემები ჰქონდა „ფერარის“ და მის ესპანელ ლიდერ ფერნანდო ალონსოს, რომელიც მეათე დროს დასჯერდა. თუმცა, ეს მოსალოდნელიც იყო - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი აღიარებს, რომ მისი მანქანა წრეზე ლიდერებისაზე თითქმის წამით ნელია.ჩინეთის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:37.106
2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.116
3. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:38.316
4. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:38.584
5. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:38.911
6. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:38.977
7. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:39.198
8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.199
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:39.748
10. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:39.768
11. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.056
12. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 1:40.153
13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:40.298
14. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.328
15. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:40.540
16. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:41.071
17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:41.204
18. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:42.330
19. გიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი) 1:42.521
20. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:44.118
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:44.227
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:44.500
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:47.204
24. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:50.465
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:35.973
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.145
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:36.160
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:36.433
5. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:36.617
6. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:36.711
7. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:36.956
8. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:36.966
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:37.191
10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:37.316
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:37.417
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:37.616
13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:37.836
14. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:37.930
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:37.972
16. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:38.176
17. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 1:38.293
18. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:38.783
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:38.990
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 1:39.346
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:39.651
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:40.343
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:40.753
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:41.125
No comments:
Post a Comment