Fisker Officially Unveils New Audi A5 Rivaling Atlantic Plug-in Hybrid Sports Sedan
13 აპრილი
ნიუ იორკის ავტო შოუზე, ამერიკულმა კომპანია „ფისკერმა“ საშუალო ზომის პლაგ-ინ ჰიბრიდული სედანი „ატლანტიკი“ წარადგინა, ავტომობილი, რომელიც მის სამოდელო გამაში პირველი მასობრივი პროდუქტი გახდება. ავტომობილის პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ის ახალგაზრდა მყიდველისთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც გარემოზე ზრუნვა ფასეული სიტყვებია.
მართალია, „ატლანტიკი“ ერთი შეხედვით ორკარიან კუპეს ჰგავს, თუმცა ის ოტხკარიანი სპორტული სედანია. ასეთი შთაბეჭდილება იმ მარტივი მიზეზის გამო იქმნება, რომ უკანა კარების სახელურები საყრდენებშია ჩამალული. თავისი გაბარიტებით, (შემცირებული გაბარიტების „კარმას“ მოგაგონებთ) „ატლანტიკი“ ახლოსაა „აუდი A5-თან“. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ავტომობილის სახურავი, რომელიც თითქმის გამჭვირვალეა. გამჭვირვალე სახურავში კი საყრდენებს შორის არსებული გამაძლიერებელი ჯვარედინი სტრუქტურა მოჩანს.
რამდენადაც ნიუ იორკში წარდგენილი ავტომობილი მხოლოდ დიზაინ-მაკეტია, „ფისკერს“ მის შესახებ სპეციფიკური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გვამცნო, რომ „ატლანტიკი“ 50 000 დოლარის ფარგლებში ეღირება, ანუ მოდელ „კარმაზე“ თითქმის ორჯერ იაფი.
„კარმას“ მსგავსად, „ატლანტიკიც“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი. ავტომობილს მოძრაობის დროს შეუძლია გადაერთოს მხოლოდ ელექტრონულ, ან შიდაწვისძრავიან რეჟიმზე. ამასთან, როცა აკუმულატორი დაიცლება, ავტომატურად ირთვება შიდაწვის ძრავასთან დაკავშირებული გენერატორი, რომელიც აკუმულატორებში ელექტროენერგიის მარაგს ავსებს.
თუ „კარმას“ ჰიბრიდულ სისტემაში, „ჯენერალ მოტორსის“ წარმოების, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ტუებოძრავი შედის, „ატლანტიკის“ შემთხვევაში, ასევე 2.0ლიტრიანი ოტხცილინდრიანი ტურბოძრავი (ბენზინზე მომუშავე) „ბეემვესგან“ არის აღებული. „ატლანტიკის“ სტანდარტული ვერსია უკანა წამყვანი ბორბლებიტაა, თუმცა „ფისკერი“ მყიდველს ასევე სრულამძრავიან ვერსიასაც შესთავაზებს.
კალიფორნიული კომპანია „ატლანტიკს“ დელავერის ქარხანაში გამოუშვებს, რომელიც ადრე „ჯენერალ მოტორსს“ ეკუთვნოდა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის დახმარებით, „ფისკერი“ ამ ქარხანას მოდერნიზაციას უტარებდა, თუმცა ახლახანს სამუშაოების დაფინანსება შეწყდა. თუმცა, სიენენთან საუბრისას, კომპანიის დამაარსებელი ჰენრი ფისკერმა განაცხადა, რომ კერძო ბიზნესიდან 400 მილიონი დოლარი მიიზიდა, რაც წარმოებისთვის „ატლანტიკის“ მომზადებაში დაეხმარება.
ჰენრი ფისკერი გვპირდება, რომ „ატლანტიკის“ შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას, მისი სერიული წარმოების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნებს.
No comments:
Post a Comment