Defender to top Land Rover sales
10 აპრილი
„ლენდ როვერის“ ახალ „დეფენდერს“, რომელიც ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდება, აქვს იმის პოტენციალი, რომ კომპანიის ისტორიაში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდეს. ამის შესახებ, გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, ბრიტანული კომპანიის შეფმა ჯონ ედვარდსმა განაცხადა. ახალი ავტომობილით, „ლენდ როვერი“, მთელს მსოფლიოში ძალიან პოპულარული „ტოიოტა ჰაილუქსის“ მიღწევის გამეორებას აპირებს, ავტომობილისა, რომელიც შარშან მთელს მსოფლიოში 549 000 ცალი გაიყიდა.
ამჟამად „დეფენდერი“ წლიურად მხოლოდ 20 000 ცალი იყიდება, რაც წარმოების რენტაბელობისთვის საკმარისი არაა. მაგრამ ბაზარზე ახალი ავტომობილის გამოსვლის შემდეგ, სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება. ამას კი ინგლისური კომპანია წარმოების გლობალიზაციით მიაღწევს. კერძოდ, ახალ ავტომობილს არამხოლოდ ბრიტანეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც გამოუშვებენ. ედვარდსის თქმით, ახალი „დეფენდერი“ გლობალური მოდელი უნდა გახდეს, რაც კომპანიას დიდ მოგებას მოუტანს.
ედვარდსი ამბობს, რომ ახალი „დეფენდერი“ დაბალფასიან პლატფორმაზე უნდა იყოს ბაზირებული, რაც მისი წარმატების განმსაზღვრელი იქნება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მისი წარმოება ბრიტანეთის გარეთაც გავა. დასაწყისში, „დეფენდერის“ წარმოებაში ინდოეთი ჩაერთვება, სადაც ავტომობილები წინასწარი აწყობის პროცესს გაივლიან და საბოლოო აწყობისთვის ბრიტანეთში გაიგზავნებიან.
კომპანია ამჟამად გლობალურ ბაზარს სწავლობს და სხვადასხვა რეგიონის პოტენციურ მყიდველთა მოთხოვნებს აგროვებს, რომლებსაც ავტომობილის შემუშავებისას, ინჟინრები მაქსიმალურად გაითვაკლისწინებენ. მაგალითად, საჰარას დაბნოში მცხოვრებლებს სურთ, რომ ავტომობილის ექსპლუატაცია მარტივი და იაფი იყოს. და რა თქმა უნდა, ავტომობილი უნდა იყოს ფუნქციონალური, გამძლე და ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, რომ პირველად კონცეპტუალური ახალი „დეფენდერი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე შარშან გამოჩნდა. მას შემდეგ კი ის ლოს ანჯელესის, დუბაის, ტოკიოს, დელის და სხვა გამოფენებზეც წარადგინეს, სადაც მასთან ერთად, საზოგადოებას მსხვა ვერსიებიც უჩვენეს. ყველა მათგანი დიზელის აგრეგატით, 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფით, სისტემა სტარტ-სტოპით, პნევმატური საკიდარით იყო აღჭურვილი.
No comments:
Post a Comment