Study says most hybrid drivers don't buy another
10 აპრილი
გამოცემა „ავტომოტივ ნიუსმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკურ კომპანია „პოლკის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებმაც აჩვენა, რომ ამერიკელ ავტომფლობელებს შორის ჰიბრიდული ავტომობილებისადმი ლოიალობა კლებულობს. ანუ, გაიზარდა იმ მფლობელთა რიცხვი, ვინც ჰიბრიდული ავტომობილის შემდგ, შიდაწვისძრავიანს ყიდულობს.
„პოლკის“ მონაცემებით, იმ ავტომფლობელების პროცენტული წილი, რომლებმაც ჰიბრიდული ავტომობილი ასეთივეთი გამოცვალეს, 22 პროცენტია. ასევე მცირდება იმ ავტომფლობელთა რიცხვიც, რომლებიც ამჟამად ჰიბრიდული ავტომობილებით გადაადგილდებიან და მათს ნაცვლად შიდაწვისძრავიანი ავტომობილის შეძენას არ აპირებენ. მაგალითად,თუ 2008 წელს ასეთების წილი აშშ-ში 35.2 პროცენტი იყო, შემდეგ წელს 39.6 პროცენტამდე გაიზარდა, შემდეგ 38.9 პროცენტამდე, შარშან კი 35 პროცენტამდე შემცირდა.
საინტერესოა, რომ კლების ტენდენციაარ ვრცელდბა „ტოიოტა პრიუსის“ მფლობელებზე. „პოლკის“ მონაცემებით, ამ მოდელის მფლობელთა 60 პროცენტმა იაპონური კომპანიის სხვა ავტომობილი შეიძინა. 41 პროცენტმა კი ისევ „პრიუსი“ ან სხვა კომპანიის ჰიბრიდული ავტომობილი იყიდა.
„პოლკის“ ლოიალურობის კვლევის დირექტორი ბრედ სმიტი ამბობს, რომ ჰიბრიდული ავტომობილები ბრენდებისკენ ახალ მყიდველებს იზიდავს, რადგან ჰიბრიდული ტექონლოგია კომპანიის კონკურენტუნარიანობის დამადასტურებელია და ის მისადმი ნდობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ცნობილია, რომ ჰიბრიდების ბაზარზე „ტოიოტა“ პიონერია. იაპონურმა კომპანიამ ანგარიში სწორედ „პრიუსით“ გახსნა და ახლა მის ბაზაზე სამ სხვადასხვა ავტომობილს აწარმოებს. ამასთან, პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსის“ წარმოებაც დაიწყო. ეს იმ დროს, როდესაც კონკურენტების უმეტესობა ახლა იწყებს ამ სეგმენტში დამკვიდრებას.
ჰიბრიდებისადმი ლოიალობის კლებას სმიტი იმ გარემოებით ხსნის, რომ მომრავლდა იმ ავტომობილების რაოდენობა, რომლებიც ეკონომიურობით ჰიბრიდებს გაუთანაბრდა. ამასთან, ეს ავტომობილები გაცილებით იაფიცაა. ანუ, დადგა მომენტი, როდესაც ჰიბრიდული ავტომობილები თავიანთ მთავარ კოზირს კარგავენ.
დაბოლოს, შარშან ამერიკის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების მხოლოდ 2.4 პროცენტი იყო ჰიბრიდული. იმავე ბაზარზე, ჰიბრიდების გაყიდვების პიკი 2008 წელს დაფიქსირდა, როცა მათმა წილმა მთლიან ბაზარზე 2.9 პროცენტი შეადგინა.
No comments:
Post a Comment