Wednesday, April 11, 2012

„MR ქარ დიზაინის“ „ოპელ ინსიგნია OPC“

MR Car Design Slams Down and Powers up the Opel Insignia OPC
11 აპრილი
გერმანულმა სატუნინგო კომპანია „MR ქარ დიზაინმა“ თავის მორიგ „საკბილოდ“ „ოპელის“ სპორტული სედანი „ინსიგნია OPC“ აირჩია, რომელსაც ისედაც არ აკლია ტემპერამენტი და ცხენის ძალები. ტუნინგისთვის აირჩიეს „ინსიგნიას“ ყველაზე მძლავრი მოდიფიკაცია, რომელიც 321 ცხენის ძალით და სრულამძრავიანი ტრანსმისიით იზიდავს ტემპერამენტიანი ავტომობილების მოყვარულთ.

თუმცა, პირველი, რასაც ამ მანქანის ნახვისთანავე შენიშნავთ, მისი ძალიან დაბალი კლირენსია. კომპანიის ინჟინრებმა ამას „რაილ პერფორმენსის“ წარმოების აიროვანი საკიდარით (G-რაიდ) მიაღწიეს. ამ სისტემის მთავარი ღირსება ისაა, რომ ის ფართო დიაპაზონში რეგულირდება. ცვლილებათა შორისაა ისიც, რომ ავტომობილი 20-დუიმიან ბორბლებზე დააყენეს, რომელიც ძალიან დაბალპროფილიანი საბურავებით (ზომები დაკონკრეტებული არაა) შეიმოსა.
რა თქმა უნდა, მოდიფიცირება ძრავსაც შეეხო. სტანდარტული შესრულებით, ესაა 2.8-ლიტრიანი წყვილტურბოიანი V6, რომელიც 321 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს ავითარებს. შესრულებული სამუშაოების შემდეგ (შეიცვალა ელექტრონული მართვის სისტემის პროგრამა, გამოსაბოლქვი სისტემა და ჰაერის ფილტრი), ძრავი 375 ცხენის ძალამდ და 495 ნიუტონმეტრამდ გაძლიერდა.



No comments:

Post a Comment