Tuesday, April 10, 2012

„ტოიოტამ“ ახალი სტრატეგია შეიმუშავა

Toyota Reveals New Strategy, will Roll Out Three Global FWD Platforms
10 აპრილი
„ტოიოტამ“ ტავისი ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, რომელსაც თავის ჯგუფში შემავალ ყველა ბრენდს მოარგებს. სტრატეგიის მთავარ მიზანი, ხარჯების შემცირება, ახალი ავტომობილების შემუშავების დროის შემცირება და წარმოებული ავტომობილების სტილისა და მართვადობის დახვეწაა.

ახალი სტრატეგიის მთავარი ელემენტი, სრულიად ახალი გლობალური პლატფორმების შემუშავებაა, რომლებზეც მთელს მსოფლიოში წარმოებული ავტომობილები (ტოიოტას, ლექსუსის და საიონის) დაეფუძნება. ამგვარად, ხარისხის უკეთ კონტროლი და საწარმოო ხარჯების შემცირება იქნება შესაძლებელი.
„დაგეგმარებისა და საინჟინრო დივიზიონების მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ჩვენ ახალ კონსტრუქციებს შევიმუშავებთ, რომლების წყალობითაც, ახალ ავტომობილებს დაბლა დაწეული სიმძიმის ცენტრი და გაცილებით გაბედული სტილი ექნება. ჩვენ შევიმუშავებთ ავტომობილებს, რომლებიც მყიდველს ემოციური დიზაინით და შესანიშნავი მართვადობით მიიზიდავს“, - ნათქვამია „ტოიოტას“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში გასაყიდი ავტომობილების ერთ პლატფორმაზე აგებით, კომპანია სამოდელო გამის გამრავალფეროვნებას შეძლებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ეგრეთ წოდებული ჯგუფური პროექტების განხორციელება, რაც ისევ ხარჯების შემცირებას გამოიწვევს.
ახალი სტრატეგიის შესაბამისად, იაპონური კომპანია მალე შეუდგება ახალი გლობალური არქიტექტურების შემუშავებას. ამ პროექტის საბოლოო პროდუქტი იქნება სამი ახალი წინაამძრავიანი პლატფორმა, რომლებზეც „ტოიოტას“ მიერ მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული ავტომობილების თითქმის ნახევარი დაეფუძნება.
ახალ სტრატეგია ასევე ითვალისწინებს იმ მთავარი ინჟინრების როლის გაზრდას, რომლებიც ავტომობილების შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობენ. შემცირდება იმ აღმასრულებელთა რიცხვი, რომლებიც ახალი კონსტრუქციების დანერგვის გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობენ. ამგვარად, მთავარ ინჟინრტებს უფრო ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ექნებათ.

No comments:

Post a Comment