Hyundai shows Millen's updated-for-2013 Genesis Coupe drift car
10 აპრილი
„ჰიუნდაისა“ და ამერიკელ მრბოლ რის მილენს (ფოტოზე ახალ ჯენეზის კუპესთან) წარმატებული პარტნიორობა აკავშირებთ. კორეულმა კომპანიამ ამჯერად მრბოლისთვის სპეციალურად მოამზადა კუპე „ჯენეზისი“, რომლითაც მილენი ფორმულა დრიფტის სერიაში მიიღებს მონაწილეობას.
სპეციალურად მომზადებული ბორბლებიანი ჭურვის ძრავი 600 ცხენის ძალას ავითარებს, რაც რის მილენის გუნდ RMR-ის ინჟინერთა დამსახურებაა. მილენს არაფერი უთქვამს იმაზე, თუ მისმა სპეციალისტებმა 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავისგან, რომელიც სტანდარტული შესრულებით, „მხოლოდ“ 274 ცხენის ძალას ავითარებს, ამდენის გამოწურვა რის ხარჯზე შეძლეს.
გამოქვეყნებულ რელიზში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ძრავის ძირითად კომპონენტები, როგორებიცაა ცილინდრების ბლოკი და თავაკი, მუხლა ლილვი, ბარბაცემი და სხვა, სტანდარტული ძრავისგანაა აღებული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ „ჰიუნდაის“ პროდუქცია გამძლეობით და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
უკვე ოთხი წელია, რაც მილენი და „ჰიუნდაი“ ერთად ასპარეზობენ. ამ სეზონში კი, ფორმულა დრიფტის ჩემპიონატზე, ამერიკელი კორეული კომპანიის ერთადერთი მრბოლი იქნება. ცნობისათვის, შარშან მილენმა და „ჰიუნდაიმ“ დრიფტში ლას ვეგასის რბოლა მოიგეს და ირვინდეილში მერე ადგილი დაიკავეს.
ფორმულა დრიფტის გარდა, „ჰიუნდაი“ და RMR რალიქროსის გლობალურ ჩემპიონატშიც ასპარეზობენ. იქ მათი ბედაური კუპე „ველოსტერის“ ბაზაზეა მომზადებული, რომელსაც ისეთი ძლიერი მეტოქეები ჰყავს, როგორებიცაა „ფორდი“, „სუბარუ“ და „სიტროენი“.
No comments:
Post a Comment