Wednesday, April 11, 2012

ლაუდას ავარია ჰოვარდის ფილმში (ვიდეო)

რონ ჰოვარდი ახალ ფილმს იღებს, სახელწოდებით „რაშ“, რომელიც ნიკი ლაუდასა და ჯეიმს ჰანტის 1976 წლის საჩემპიონო ბრძოლას ეძღვნება. ახლახანს გადამღები ჯგუფი გერმანიის ნურბურგრინგის ავტოდრომს მიადგა, რომელზეც ავსტრიელ მრბოლს უმძიმესი ავარია მოუვიდა.

სტარტამდე ლაუდა ამ, ძალიან სახიფათო ტრასაზე რბოლის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა კოლეგებს. მაგრამ თავისი ვერ გაიტანა და სტარტზე მაინც გავიდა. მეორე წრეზე კი, დამცავ ზღუდესთან შეჯახების შემდეგ, მისი მანქანა ცეცხლის ალში გაეხვა. ამ ავარიას ლაუდა ბეწვზე გადაურჩა, რაშიც თავის რამდენიმე მეტოქეს უნდა უმადლოდეს. ცეცხლის კვალი კი მის სახეზე დღემდე შემორჩა...
მოკლედ, ჰოვარდის ჯგუფი ახლახანს ნურბურგრინგზე სწორედ ამ ავარიის სცენას იღებდა. თუ როგორ, ერთ-ერთ ეპიზოდს ამ ვიდეოზე ნახავთ...


ვიდეო

ეს კი ლაუდას ნამდვილი ავარია

No comments:

Post a Comment