2014 Mazda6 Based on Takeri Concept Confirmed for Paris Motor Show
11 აპრილი
კონცეპტუალურ სედან „მაზდა ტაკერის“ მსოფლიო პრემიერა ჯერ კიდევ შარშან, ტოკიოს ავტო შოუზე შედგა, ცოტა ხნის წინ კი ის ჟენევაში ევროპელებს წარუდგინეს. და აი, ეს ავტომობილი ამერიკასაც ეწვია, სადაც პირველად ნიუ იორკის ავტო შოუზე წარსდგა. იქვე გამოცხადდა, რომ ეს „მაზდა6-ის“ მახარობელია, ავტომობილისა, რომლის სერიულ ვერსიასაც პარიზის მოტორ შოუზე ვნახავთ.
ნიუ იორკის შოუზე ჩატარებულ პრეზენტაციაზე, იაპონურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ახალი „მაზდა6“ გარეგნულად სწორედ „ტაკერის“ გადამღერება იქნება. ეს არცაა გასაკვირი, რადგან „ტაკერი“ სამივე კონტინენტზე, სადაც წარსდგა, დამთვალიერებლებსაც და სპეციალისტებსაც ძალიან მოეწონათ.
ისევე როგორც ევროპასა და იაპონიაში, „მაზდა6“ უახლეს სისტემა „სკაიექტივის“ სხვადასხვა ელემენტებით აღიჭურვება. ესენია ბენზინის ძრავი, 6-საფეხურიანი მექანიკური და 6-საფეხურიანივე ავტომატრუი გადაცემათა კოლოფები. ამერიკის ბაზარზე პირველ რიგში ბენზინისძრავიანი ავტომობილები გაიყიდება, თუმცა მოგვიანებით იქ დიზელისძრავიან „მაზდა6-საც“ შეიტანან.
„მაზდა ნორთ ამერიკას“ მთავარი აღმასრულებელი ჯიმ ო’სალივენი ამბობს, რომ ტექნოლოგია „სკაიექტივის“ მეშვეობით, მისი კომპანიის ავტომობილების ეკონომიურობა გაუმჯობესდება და პარალელურად, ისინი დინამიურობასაც შეინარჩუნებენ, როგორც ეს „მაზდა3-ის“ და CX-5-ის შემთხვევებში იყო.
No comments:
Post a Comment