Kimi Raikkonen wants a 'normal' race after taking fifth in wet/dry Malaysian GP
11 აპრილი
კიმი რაიკონენი ამბობს, რომ მას „ნორმალური“ რბოლა სჭირდება იმისათვის, რომ გაიგოს, რა დონეზე შეხვდა სეზონს მისი გუნდი „ლოტუსი“. სეზონის პირველ ორ რბოლაში, მან მე-7 (მელბურნში) და მე-5 (სეპანგზე) ადგილები დაიკავა. მართალია, ორწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული მრბოლისთვის, ეს ურიგო შედეგები არაა, თუმცა კიმი თვლის, რომ გაცილებით მეტიც შეუძლია.
მელბურნის რბოლა მან მე-17 ადგილიდან დაიწყო, რადგან კვალიფიკაციაზე ჯერ შეცდა, შემდეგ დრო ვერ გათვალა და პირველივე სესია ვერ გაიარა. მალაიზიაში კი, რბოლის წინ გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს, რის გამოც, სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაიწია. სწორედ ამ გარემოებათა გამო, ფინელისთვის რბოლებმა „არანორმალურ“ ვითარებაში ჩაიარა.„იმედა, შემდეგ ეტაპზე ნორმალურად ასპარეზობის საშუალება მომეცემა. ჯერჯერობით, ყოველთვის რაღაც ისე ვერ ხდება, ან ამინდი ხშირად იცვლება. კარგი იქნება, ერთი ნორმალური რბოლა ჩავატარო და დავინახო, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ. ამ მომენტში, გუნდების რეალური შესაძლებლობების შეფასება შეუძლებელია. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველგან ძლიერები ვართ“, - ამბობს რაიკონენი.
მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი თვლის, რომ მალაიზიაში უკეთ იასპარეზებდა, სეზონის წინა ტესტებზე, სველ ტრასაზე ვარჯიშის საშუალება რომ მისცემოდა. „საშუალოა, ძლიერი წვიმის საბურავებით რბოლის არანაირი გამოცდილება არ მქონდა. სტარტამდე მხოლოდ ერთი გასახურებელი წრე გავიარე. ცოტა გასაკვირი კი იყო იმ რეზინით ადგილიდან სტარტის აღება, რომელიც არ ვიცოდით, როგორ მუშაობს. თავიდან მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ სხვების სიახლოვეს ვყოფილიყავი. მერე კი თანდათან მოვუმატე. სლიკებზე რომ გადავედი, ტემპის გასაზრდელად რამდენიმე წრე დამჭირდა. მერე კი ყველაფერი რიგზე იყო“, - დასძენს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment