Pagani supercars selling for double their million-dollar list prices?
11 აპრილი
სუპერ ავტომობილები ყოველთვის იზიდავენ გადამყიდველებს. იმ დროს, როდესაც ამ იშვიათ ავტომობილების შესაძენად, რამდენიმეთვიანი ლოდინია საჭირო, გადამყიდველები როგორღაც ახერხებენ მათ შეძენას და ზოგჯერ ორმაგ ფასადაც კი ჰყიდიან. ასეთებს კომპანიები ებრძვიან, მაგრამ გადამყიდველთა მოხერხებულობას ყოველთვის როდი მოაქვს შედეგი. ამის მიუხედავად, ისინი წარმოების მოცულობის გაზრდაზე მაინც უარს ამბობენ და ასე ექსკლუზიურობას ინარჩუნებენ.
სხვათა შორის, ბევრს ეგონა, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო, გადამყიდველთა ბიზნესსაც მუშტარი მოაკლდებოდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ჟურნალ „ევო-ს“ მთავარი რედაქტორი ჰარი მეტკალფი, ვინც თურმე თავადაც ფლობს „პაგანი ზონდას“. მისი თქმით, არის შემთხვევები, როდესაც „პაგანის“ ავტომობილებში მყიდველი ორმაგ ფასსაც კი იხდის.
მეტკალფი ყვება, რომ ჟენევაში გამოფენილი სუპერ ავტომობილი „პაგანი ჰუაირა“ ახლო აღმოსავლელი მყიდველისთვის უნდა გაეგზავნათ. მაგრამ ავტომობილს ადრესატამდე არ მიუღწევია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ამ მყიდველს ვიღაცამ ორმაგი ფასი - 1.8 მილიონი ევრო გადაუხადა.
ალბათ ფიქრობთ, რომ ეს გამონაკლისი შემთხვევაა? თურმე არც ასეა... იგივე მეტკალფის ხელთ არსებული ინფორმაციით, „ზონდა F როდსტერი“ (ბოლო ეგზემპლარი), 2008 წლის ‘ზონდა F კუპე“ და ნახმარი „ზონდა C12S“, ყველა ორმაგ ფასად გაყიდულა...
No comments:
Post a Comment