Susie Wolff joins Williams as development driver
11 აპრილი
DTM-ის ბრიტანელი მრბოლი სუზი ვოლფი, „უილიამსის“ მრბოლთა განვითარების პროგრამას შეუერთდა. ის ადრე სუზი სტოდარტის სახელით იყო ცნობილი. მან გერმანიის ტურიზმის კლასის ჩემპიონატში უკვე ექვსი სეზონი გაატარა. ცოტა ხნის წინ, ის „უილიამსის“ აქციონერ ტოტო ვოლფის მეუღლე გახდა და მისსავე გვარზე გადავიდა.
„უილიამსი“ სუზის კომპიუტერულ სიმულატორზე ავარჯიშებს, სეზონის განმავლობაში კი, მას საკუთარი ბოლიდით ტესტებში მონაწილეობის საშუალებასაც მისცემს. სავარაუდოდ, ეს სეზონის შუაში დაშვებული სატესტო სესიის დროს მოხდება. ამგვარად, ის მეოე ქალი პილოტია, ვინც ამ სეზონში ფ1-ის გუნდს ამათუიმ გზით დაუკავშირდა. შეგახსენებთ, რომ სეზონის დაწყებამდე, ბრიტანულ-რუსულმა გუნდმა „მარუსიამ“, თავის ტესტ პილოტად ესპანელი მარია დე ვილოტა დაასახელა.
„სუზი ძალიან ნიჭიერი, წარმატებული და პროფესიონალი მრბოლია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაძაბულ სარბოლ სერიაში მონაწილეობს“, - ამბობს „უილიამსის“ შეფი ფრენკ უილიამსი და დასძენს:
„სუზი ჩვენი გუნდის მრბოლთა განვითარების პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. მის გამოცდილებას, კომპიუტერული სიმულატორის სრულყოფისთვის და სხვა ტექნიკურ პროექტებში გამოვიყენებთ. ის მონაწილეობას მიიღებს FW34-ს აეროდინამიკის სრულყოფაში, მოგვიანებით კი მანქანის ტესტირების საშუალებასაც მივცემთ. გარდა ამისა, სუზი რამდენიმე რბოლასაც დაესწრება. მინდა განვაცხადო, რომ სუზის მიწვევასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში, მისი მეუღლე ტოტო ვოლფი, ვინც „უილიამსის“ დირექტორია, არ მონაწილეობდა“.
„ფორმულა ერთი ნებისმიერი მრბოლისთვის განსაკუთრებული გამოწვევაა. ამ კონტრაქტით, მე იმ ჩვევების დახვეწის საშუალება მექნება, რომლებიც DTM-ში შევიძინე. სანაცვლოდ, მე შემიძლია, გუნდს ჩემი გამოცდილება მოვახმარო. რაც მტავარია, საშუალება მეძლევა, ყველას დავუმტკიცო, რომ ქალს მოტორსპორტის უმაღლეს სდონეზე ასპარეზობის უნარი შესწევს“, - ამბობს სუზი ვოლფი.
No comments:
Post a Comment