Friday, May 25, 2012

„მაკლარენი“ ჰამილტონს 150 მილიონს შესთავაზებს

McLaren set to offer Hamilton $150m - reports
25 მაისი
მონაკოში დრეს დასვენების დღე იყო, თუმცა მედიას ამისთვის სად ეცალა - ბრიტანულ პრესაში გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც გვატყობინებს, რომ „მაკლარენი“ მზადაა, ლუის ჰამილტონს კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელება შესთავაზოს და ამ ხუთ წელიწადში 150 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
ეს ინფორმაცია თითქმის ყველა წამყვანმა ბრიტანულმა გამოცემამ - „გარდიანმა“, „ტელეგრაფმა“, „დეილი მეილმა“, „ექსპრესმა“, „სტარმა“, „სანმა“, „მირორმა“ და „ტაიმსმა“ გამოაქვეყნეს. არადა, ეს გამოცემები ახლახანს ირწმუნებოდნენ, რომ „მაკლარენი“ ჰამილტონს ხელფასის შემცირებას უპირებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანელ პილოტს წასვლა მოუწევდა.
„გარდიანის“ ინფორმაციით, უოკინგელებმა ჰამილტონს ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის განმავლობაშიც, 2008 წლის ჩემპიონი ხელფასის სახით 150 მილიონ დოლარს მიიღებს. თუ საბონუსო სისტემასაც გავითვალისწინებთ, ამ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ჰამილტონი ფ1-ის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი პილოტი გახდება და ამ კომპონენტში, ფერნანდო ალონსოს გადაასწრებს.
„ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ახალი კონტრაქტით, ჰამილტონს შედარებით დაბალ საბაზო ანაზღაურებას შესთავაზებენ, თუმცა მრბოლს მეტი თავისუფლება ექნება კერძო სპონსორებთან მუშაობისას. ამავე ინფორმაციას ადასტურებს მარტინ ბრანდლი - ფ1-ის (მაკლარენისაც) ყოფილი პილოტი, ვინც ამჟამად ბიბისის კომენტატორია.
„დეილი მეილი“ კი დასძენს, რომ სანამ „მაკლარენთან“ კონტრაქტი არ გაგრძელებულა, ჰამილტონს შანსი აქვს, „მერსედესში“, „რედ ბულში“ ან თუნდაც „ფერარიში“ ეძებოს სამსახური. თუმცა, ეს უფრო ჰამილტონის მენეჯერების მიერ წამოწეული თემაა, რაც მათ თავიანთი კლიენტისთვის ფასის აწევის საშუალებას მისცემს.
„მირორის“ ინფორმაციით, ხუთწლიანი კონტრაქტით, „მაკლარენი“ ჰამილტონს 150 მილიონ დოლარს სთავაზობს, საიდანაც 50 მილიონს ბრიტანელი მრბოლი მეხუთე სეზონში მიიღებს. ანუ, ის „მაკლარენში“ დარჩენით იქნება დაინტერესებული. „ტაიმსის“ სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ინფორმაცია მონაკოს დიდი პრიზის დღეებში, პადოკში „სანდო წყარომ“ გაავრცელა.

No comments:

Post a Comment