Friday, May 25, 2012

„ბეემვეს“ ახალი შეფ-დიზაინერი ჰყავს


BMW names Karim Habib new design chief
25 მაისი
კარიმ ჰაბიბი - ასე ჰქვია გერმანული კომპანიის ახალ მთავარ დიზაინერს. ის წარმოშობით ლიბანელია, მოქალაქეობით კი - კანადელი. დიზაინერობის გარდა, ის ინჟინერიცაა. ბავარიული კომპანიის არაერთ პროექტში მიუღია მონაწილეობა, ბოლოს კი მე-7 სერიის სტილზე მუშაობდა. მისი ყველაზე წარმატებული პროექტია კონცეპტუალური სპორტული სედანი CS, რომელმაც საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

რამდენიმე წლის წინ, ის ბავარიელთა ძველმა მეტოქემ, „მერსედეს-ბენცმა“ გადაიბირა, თუმცა მიუნხენში მალე დაბრუნდა, სადაც ექსტერიერის დიზაინის დეპარტამენტი ჩააბარეს.
ჰაბიბი ახლა 42 წლისაა. ის მხოლოდ „ბეემვეს“ ავტომობილების დიზაინს გაუძღვება. ჯგუფის დიზაინს კი ადრიან ფან ჰოოიდონკი (ეს კაცი იმავდროულად, ბეემვეს ვიცე პრეზიდენტიცაა) ხელმძღვანელობს, რომელსაც უშუალოდ დაექვემდებარა ჰაბიბი.
„კარიმ ჰაბიბი შესანიშნავი დიზაინერია. უკვე არაერთი წელია, „ბეემვეს“ დიზაინის გუნდის წევრია და მის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს. მისი მრავალწლიანი გამოცდილება და თანამედროვე ელეგანტურობისა და დინამიურობის აღქმის დახვეწილი ალღო, იდეალური წინაპირობაა იმისა, რომ ის თავის მოვალეობებს კარგად გაართმევს თავს“, - ამბობს ფან ჰოოიდონკი.

No comments:

Post a Comment