Friday, May 25, 2012

„ფერარიმ“ ლოიკ ბიჟუა აეროდინამიკის შეფად დანიშნა


Ferrari signs new aero boss Bigois - report
25 მაისი
„ფერარიმ“ კონტრაქტი გააფორმა აეროდინამიკის ფრანგ სპეციალისტ ლოიკ ბიჟუასთან. ამ ინფორმაციას იტალიური ავტორიტეტული ავტოსპორტული გამოცემა „აუტოსპრინტი“ ავრცელებს. ამ ჟურნალმა ბიჟუას მარანელოელთა რიგებში გადასვლის ჭორზე პირველი ნიუსი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გაავრცელა. მაგრამ მაშინ ეს მხოლოდ ჭორი იყო.

მონაკოში კი ჟურნალის კორესპონდენტმა ალბერტო ანტონინიმ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია უკვე დადასტურებულია და რომ 52 წლის ფრანგი, „მერსედესიდან“ „სკუდერიაში“ სექტემბერში გადაინაცვლებს. მაგრამ ამისთაობაზე ოფიციალური განცხადება არ გამოქვეყნდება.
ბიჟუამ თავისი კარიერა „ლიჟიეში“ დაიწყო და ალენ პროსტის გუნდში გააგრძელა. ის ფორმულა ერთში ერთ-ერთ საუკეთესო აეროდინამიკოსადაა მიჩნეული. „პროსტიდან 2003 წელს „მინარდიში“ გადავიდა, იქიდან კი „უილიამსმა“ გადაიბირა, სადაც მთავარი აეროდინამიკოსი იყო. 2007 წელს „ჰონდაში“ გადაინაცვლა, რომელიც ჯერ „ბრაუნად“ გადაკეთდა, ბოლოს კი „მერსედესი“ გახდა...

No comments:

Post a Comment