Renault expects high sales for scooter-like Twizy
EV
16 მაისი
„რენო“ მოელის, რომ მისი უცნაური გარეგნობის და
ძალიან პატარა, ორადგილიანი ელექტრომობილი „ტვიზი“, ევროპის გადატვირთულ ქალაქებში
სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას და თანდათან ჩაანაცვლებს სკუტერებს. ამის შესახებ,
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპს“, ფრანგული კომპანიის წარმოების მენეჯერმა ივან კაპელემ
განუცხადა.
ის ამბობს, რომ „ტვიზი“ მალე მოიპოვებს პოპულარობას,
რაშიც მისაღები ფასი, დაბალი საექსპლუატაციო ხარჯები და სკუტერებთან და
მოტოციკლებთან შედარებით, უკეთესი უსაფრთხოება დაეხმარება. ეს იმ დროს, როდესაც ამ
პატარა ელექტრომობილს დაახლოებით ისეთივე ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები
აქვს, როგორიც შიდაწვისძრავიან სკუტერებს.
„ტვიზის“ ოთხ ბორბალზე დგას, თუმცა ძალიან ვიძრო
ძარით გამოირჩევა. შესაბამისად, ვიწროა სალონიც, სადაც მგზავრი (ტანდემის სტლში)
მძღოლის უკან თავსდება. პატარა ტანის წყალობით, მას ყველა შანსი აქვს იმისა, რომ
ევროპაში პოპულარობას სწრაფად მოიპოვებს, რადგან ასეთი ავტომობილით, იქაური
ქალაქების გადატვირთულ გზებზე მოძრაობა ადვილი იქნება. ამასთან, რაც არანაკლებ
მნიშვნელოვანია, სკუტერების და მცირელიტრაჟიანი მოტოციკლების უსაფრთხო ალტერნატივა
გახდება.
„ტვიზის“ დაახლოებით ისეთივე დინამიკური
მახასიათებლები აქვს, როგორიც 125 კუბ სანტიმეტრი მოცულობის მქონე სკუტერებს. მისი
უფრო იაფი ვერსია, 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის
მეშვეობითაც, მაქსიმუმ 45 კმ/სთ სიჩქარეს ანიჭებს. ამ ვერსიის სამართავად, ევროპის
უმეტეს ქვეყნებში, მართვის ლიცენზია საჭირო არაა. უფრო მძლავრი ძრავით აღჭურვილი მეორე
ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ-ია. უფრო სუსტი „ტვიზის“ ღირებულება 6990 ევროა.
ამასთან, მყიდველს ლიზინგით აძლევენ ელემენტების ბლოკს, რაშიც მას სამი წლის განმავლობაში,
თვეში 50 ევროს გადახდა მოუწევს. „ტვიზის“ ელემენტების ბლოკი 3.5 საათში იმუხტება,
რაც საკმარისია იმისათის, რომ ავტომობილმა 100 კილომეტრის გავლა შესძლოს.
„რენოს“ გეგმა, წლიურად 10 000 ცალი „ტვიზის“
გაყიდვებს ითვალისწინებს. თუმცა, ფრანგულ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ
მაჩვენებელს ადვილად გასცდებიან. უფრო მეტიც, არაა გამორიცხული, რომ მალე მოთხოვნა
საწარმოო სიმძლავრეებს გაუთანაბრდეს. ეს მაჩვენებელი კი წლიური 50 000 „ტვიზია“.
ამჯამდ
ფრანგული კომპანია სამ ელექტრომობილს აწარმოებს. ესენია მოზრდილი სედანი „ფლუენსი“,
„კანგუს“ ელექტრული ვერსია და „ტვიზი“. მალე ბაზარზე ჰეჩბეკი „ზოი“ გამოვა, რომელიც
ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი უნდა გახდეს. „რენო“ იმედოვნებს, რომ მალე ამ
ავტომობილს წლიურად 150 000 ცალს გაჰყიდის.
No comments:
Post a Comment